24 აგვისტო
ერთი თვის წინ, „ჰონდამ“ ახალი CR-V-ს
ევროპული ვერსიის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შუზე
აქვს დაგეგმილი. თუმცა, თავისი კომპაქტური ქროსოვერის ფოტოები (95 ფოტო) მსოფლიო
ავტო ფორუმამდე ერთი თვით ადრე მაინც გამოაქვეყნა.
ამ ფოტოებისვე მეშვეობით, იაპონური კომპანია,
მანქანის იმ ორიგინალურ აქსესუარებსა და ნაწილებსაც გვაცნბს, რომლებსაც მყიდველს
პირველად შესთავაზებს საბაზო პაკეტში. ასეთებია მაგალითად, ორფეროვანი მსუბუქი
ბორბლები, აეროდინამიკური კომპლექტები, ქრომირებული დეტალები და ბევრი სხვა რამ.
ახალი CR-V-ს ძრავების გამაში შევა 2.0-ლიტრიანი ბენზინის
(i-VTEC) ძრავი 15300 ცხენის ძალით და დიზელის 2.2-ლიტრიანი (i-DTEC) აგრეგატი,
რომლის სიმძლავრე ასევე 153 ცხენის ძალაა. ამ აგრეგატებს დაემატება სრულიად ახალი,
1.6-ლიტრიანი ტურბო დიზელი, რომლის სიმძლავრეც 118 ცხენის ძალას აღწევს. ამ
აგრეგატით აღჭურვილ ქროსოვერებს „ჰონდა“ მყიდველს მოგვიანებით შესთავაზებს.
დაბოლოს,
ისევე როგორც მის წინამორბედებს, ახალ CR-V-საც სუინდონის (ბრიტანეთი) ქარხანა
გამოუშვებს. იაპონური კომპანიის დილერების შურუმებში ის პარიზის მოტორ შოუს
დასრულებისთანავე გამოჩნდება.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment