Wednesday, August 8, 2012

„მაკლარენისთვის“ V12 ძრავები წარსულია


McLaren dismisses V12 engines as "a thing of the past"
8 აგვისტო
V12 კონფიგურაციის ძრავები სუპერ ავტომობილებთან ასოცირდება. ასე იყო ძველადაც, როდესაც „ლამბორგინი“ ლეგენდარულ „მიურას“ და „კოუნტაჩს“ აწარმოებდა და ასეა ახლაც, როდესაც „ფერარი“ FF-ს უშვებს, „პაგანი“ კი - „ჰუაირას“. მათ შორის ადრე „მაკლარენიც“ იყო, რომელიც „ბეემვეს“ წარმოების 6.1-ლიტრიან 618-ცხენისძალიანი ატმოსფერული V12 ძრავით აღჭურვილ F1-ს აწარმოებდა.

ინგლისურმა კომპანიამ ახლახანს სუპერ ავტომობილების წარმოება განაახლა, თუმცა თავისი პირმშო - MP4-12C 3.8-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვა, რომელიც ორი ტურბო კომპრესორის დახმარებით, პრაქტიკულად იმდენივე ცხენის ძალას იძლევა, რამდნსაც F1.
ასე განსაჯეთ, „მაკლარენი“ არც F1-ის შემცვლელისთვის აპირებს ცილინდრების რიცხვის გაზრდას. რა თქმა უნდა, ახალ F1-ს, რომელიც ამჟამად P12-ის სახელითაა ცნობილი, რემაში ცხენები არ მოაკლდება. მოაკლდება კი არა, ერთ-ერთი უმძლავრესი იქნება თავის შესაფერის კონკურენტებს შორის. უოკინგელები ამას ნაწილობრივ, იმავე 3.8-ლიტრიანი V8 აგრეგატის სრულყოფით, ნაწილობრივ კი ჰიბრიდული ელემენტების დამატებით აპირებენ.
რატომ? იმიტომ, რომ ისინი V12 არქიტექტურის ძრავებს წარსულის გადმონაშთებად მიიჩნევენ. კერძოდ, „მაკლარენის“ მმართველი დირექტორი ენტონი შერიფი ამბობს, რომ ასეთი ძრავები მალე მხოლოდ მუზეუმებს დაამშვენებს და წარსულშიდ არჩება. მისი თქმით, თანამედროვე V8 ძრავებს ტურბო კომპრესორის გარეშეც შეუძლია V12 ტიპის ძრავებზე უკეთესი მაჩვენებლების მოცემა. ამასთან, გაცილებით მცირე რაოდენობით მოძრავ დეტალებს შეიცავენ. ეს კი ნიშნავს, რომ V8 ძრავი უფრო მძლავრი და ეკონომიური გამოვა. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ მალე „მაკლარენმა“ შეიძლება V6 ძრავების გამოყენებაც კი დაიწყოს.


ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment