8 აგვისტო
„პორშეს“ სამოდელო გამა თვალსა და ხელს შუა იზრდება.
მალე მას სამი ახალი წევრი - ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი „918 სპაიდერი“, უგზოობის
„მაკანი“ და ცოტა გვიან, „პანამერაზე“ მცირე ზომის სედანი შეემატება. თუ პირველ
ორს სახელი უკვე აქვს, მესამეს ჯერჯერობით „პაიუნად“ მოიხსენიებენ, რაც პატარა „პანამერას“
ნიშნავს.
ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც გვამცნობს,
რომ გერმანულ კომპანიას პარიზის მოტორ შოუზე კონცეპტუალური სიახლე ექნება. ოღონდ,
ჯერ ზუსტად არავინ იცის, რა იქნება ეს - „პაიუნი“, თუ „პანამერას“ ვარიაცის ეგრეთ
წოდებული „შუტინგ ბრეიკ“ ძარით, ანუ სპორტული უნივერსალით.
ყველაზე მეტად ბაზარი „პაიუნს“ ელის, რომელმაც „პორშეს“
გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. მისი წარმოება ალბათ 2016, ან 2017 წელს
დაიწყება ჯერ სედანის, შემდეგ კი „შუტინგ ბრეიკ“ ძარით. ყველაზე მთავარი კი ისაა,
რომ ამ ავტომობილს, „მაკანისგან“ განსხვავებით, რომელიც ფაქტობრივად, სახეშეცვლილი
„აუდი Q5-ია“, თავიდან ბოლომდე „პორშე“ დააპროექტებს. თუმცა, ისინი პლატფორმას არ
შეეხებიან - ამ მთავარ ელემენტს „პორშე“ „ფოლკსვაგენისგან გამოიყენებს. კერძოდ, ეს
იქნება MSB უნივერსალური პლატფორმა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც უკანა, ასევე
სრულამძრავიანიც. ამასთან, ძრავი მასზე შეიძლება წინ, შუაში, ან უკან ჩაიდგას.
ასევე ცნობილი გახდა „პაიუნის“ ძრავების შესახებაც.
ბრიტანულ გამოცემა „ქარ-ის“ ინფორმაციით, ძრავების გამაში მხოლოდ V6 არქიტექტურის
აგრეგატები შევა. კერძოდ, 3.0-ლიტრიანი დიზელი ფორსირების ორი ხარისხით, რომელთა
სიმძლავრე 260 და 320 ცხენის ძალა იქნება. ბენზინის ძრავიც ორია და ორივეს მუშა
მოცულობა 3.0 ლიტრია. ერთის სიმძლავრე 320, მეორისა კი 420 ცხენის ძალა იქნება.
ტოპ ვერსიისთვის (ტურბო S) კი იმავე ძრავს ტურბო დამჭირხნით აღჭურვავენ, რისი
წყალობითაც, მისი სიმძლავრე 520 ცხენის ძალამდე გაიზრდება.
„პორშე“
იმედოვნებს, რომ წლიურად დაახლოებით 200 000 ცალი „პაიუნის“ გაყიდვას შესძლებს,
რითაც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს როგორც „ბეემვეს“ მე-5 სერიის, ასევე „მერსედესის“
E-კლასის სედანებს, ასევე დამოყვრებული „აუდის“ A6-საც. „პაიუნის“ საბაზო
ღირებულება 65 000 ევრო უნდა იყოს, მისი ტოპ ვერსიის ფასი კი ალბათ 100 000 ევროს
მიაღწევს.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment