2 სექტემბერი
პასტორ მალდონადომ ბელგიის დიდ პრიზზე მხოლოდ ოთხი
წრის გავლა შეძლო. მისთვის ეს მოკლე რბოლა ნამდვილ კოშმარად იქცა. ჯერ, კამუი კობაიაშის
მბოლავმა მანქანამ დაუძაბა ნერვები, რის გამოც, აშკარა ჯამპ სტარტი აიღო. მერე კი
ტიმო გლოკს დაეჯახა და რბოლაც სწორედ ამის შემდეგ დაამთავრა.
ბოლოს კი, სტიუარდებმა ორივე დარღვევა დაუფიქსირეს
და მათ გამო, მომავალ რბოლაში, სტარტზე 10 ადგილით (თითო დარღვევაზე 5-5 ადგილით) უკან
დაწევა მოუწევს. სხვათა შორის, სპას კვალიფიკაციაზე რომ მესამე ადგილი მოიპოვა,
მასზე სამი პოზიციით უკან დადგა, რადგან კვალიფიკაციისას ნიკო ჰულკენბერგს გზა
მოუჭრა და ამის გამოც დაისაჯა.
მალდონადო სტარტზე მომხდარ ინციდენტშიც დაზარალდა,
თუმცა გზის გაგრძელება შეძლო. მართალია, ვენესუელელთან შეჯახების შემდეგ, გლოკმა
გზა გააგრძელა, მაგრამ სტიუარდებმა შეჯახების ინიციატორს შეცდომა მაინც არ
აპატიეს. ადრეული სტარტისთვის მას პიტლეინზე უქმედ გავლა ეკუთვნოდა, მაგრამ რადგან
რბოლას ადრევე გამოეთიშა, ეს ჯარიმაც ხუთადგილიანად გადაკეთდა.
მალდონადომ ჯამპ სტარტი აღიარა და განაცხადა, სანამ
წითელი შუქები ჩაქვრებოდა, ქუროს ბერკეტი ხელიდან გამიცურდა და ამიტომაც
დავიძარიო.
ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98
ერთი-ერთზე ლე მანთან
No comments:
Post a Comment