2 სექტემბერი
ჯენსონ ბატონმა გამარჯვებით აღნიშნა „მაკლარენში“
თავისი 50-ე რბოლა. ბელგიის დიდ პრიზზე, კვალიფიკაციიდან მოყოლებული, მას ბადალი
არ ჰყავდა. რბოლის დასაწყისშივე კი საქმე მნიშვნელოვნად გაუადვილდა მას შემდეგ,
რაც რომენ გროჟანის ზედმეტად მკვეთრმა მანევრმა, პირველივე მოსახვევში დიდი ავარია
გამოიწვია, რომელშიც მანქანები მის გარდა, ფერნანდო ალონსომ და ლუის ჰამილტონმაც
დაამტვრიეს.
სიმბოლურია, რომ ბატონმა გამარჯვება მაშინ მოიპოვა,
როდესაც „მაკლარენის“ შეფმა განაცხადა, თუ საჭირო გახდა, ბატონი ჰამილტონს დაეხმარებაო.
მართალია, ჯენსონმა მოიგო, ჰამილტონი კი უქულოდ დარჩა, მაგრამ დღევანდელი
ტრიუმფატორი უნგრეთისას მაინც 16 ქულით ჩამორჩება. საინტერესოა ისიც, რომ „მაკლარენმა“
ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და ბატონმა ესტაფეტა სწორედ ჰამილტონისგან მიიღო.
მთავარი ინციდენტი კი, რომელმაც ასპარეზობას ოთხი მრბოლი გამოთიშა, გროჟანის „წყალობით“ მოხდა. სტარტის ნიშანზე, მან მარჯვნივ მიმართა თავისი მანქანა, სადაც ჰამილტონი მოძრაობდა. და უცებ, სანამ სამუხრუჭო ზონაში შევიდოდნენ, ფრანგმა მკვეთრად მარჯვნივ აიღო საჭე. მისი და ჰამილტონის მანქანები მყისიერად შეეხენ ერთმანეთს, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ისინი უმართავი გამხდარიყვნენ.
„ლოტუსი“
და „მაკლარენი“ ჯერ ერთმანეთს დაეჯახნენ, შემდეგ კი ალონსოს „ფერარიც“ წაიყოლეს. ოღონდ,
ჯერ მას ორივე გადააფრინდა (ბოლიდის ცხვირის არეალში). მერე კი, სამივე მანქანამ სერხიო
პერესის „ზაუბერს“ გადაუფრინა. საბოლოოდ, ოთხივე მანქანა ადგილზე დარჩა.
საბედნიეროდ, ოთხივე პილოტი ტრავმას გადაურჩა. ჰამილტონსა და გროჟანს შორის მცირე
გარჩევა ადგილზევე მოხდა, თუმცა მათ შორის სტიუარდები ჩადგნენ.
„კარგი სტარტი ავიღე, მერე იყო ძლიერი შეჯახება. მომხდარი არ მინახავს, მაგრამ მთავარია, რომ ყველანი კარგად ვართ. არ ვიცი, მეტისმეტად სწრაფად შევიცვალე თუ არა ტრაექტორია“, - დაბნეულობა აშკარად ეტყობოდა გროჟანს, რომელიც მოგვიანებით მსაჯებმა 50 000 ევროთი და ერთი რბოლის გამოტოვებით დააჯარიმეს.
„კარგი სტარტი ავიღე, მერე იყო ძლიერი შეჯახება. მომხდარი არ მინახავს, მაგრამ მთავარია, რომ ყველანი კარგად ვართ. არ ვიცი, მეტისმეტად სწრაფად შევიცვალე თუ არა ტრაექტორია“, - დაბნეულობა აშკარად ეტყობოდა გროჟანს, რომელიც მოგვიანებით მსაჯებმა 50 000 ევროთი და ერთი რბოლის გამოტოვებით დააჯარიმეს.
მომხდარმა, პერესის გარდა, „ზაუბერის“ კიდევ ერთი
პილოტი, კობაიაშიც დააზარალა. ჯერ ხომ მუხრუჭების გამო დაძვრა დაუგვიანდა, მერე კი
„მფრინავმა“ მანქანებმა მისი მანქანაც დააზიანეს და საბოლოოდ, იაპონელმა მე-13
ადგილი იმყოფინა. არადა, ფ1-ის ისტორიაში ის მეორე იაპინელია, ვინს სტარტი
მოწინავე პოზიციიდან აიღო.
„ეს ტრასა მრბოლთა უმეტესობისათვის
განსაკუთრებულია. არამხოლოდ მისი კონფიგურაციის, არამედ ისტორიის გამოც. ამიტომ,
ფინიშზე პირველი მისვლა, ნებისმიერისთვის დიდი პატივია“, - განაცხადა ბატონმა,
ვისთვისაც ეს ფ1-ის კარიერაში მოპოვებული მე-14 გამარჯვებაა.
შესანიშნავად იასპარეზა მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან
ფეტელმაც, ვინც სტარტი მეათე ადგილიდან აიღო, თუმცა ფინიშთან მეორე მივიდა და
გამარჯვებულს 13 წამით ჩამორჩა. იგივე ითქმის ნიკო ჰულკენბერგზეც, რომელიც სტარტზე
მე-11 ადგილზე იდგა. მან უკან ჩამოიტოვა ფელიპე მასა და მარკ უებერი. ჰულკის „ფორს
ინდიასთვის“ ეს სეზონში საუკეთესო შედეგია. მასამ თავიდან ვერ დაიწყი ისე, როგორც „ფერარის“
შეეფერება, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და საჩუქრად მეხუთე ადგილი დაიმსახურა. რაც
შეეხება უებერს, მან ის ალონსოს უახლოესი მდვარი იყო და სპას შემდეგ, მასთან
ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა მეორე ადგილი თანაგუნდელ ფეტელს ჩააბარა.
მხოლოდ
მეშვიდე ადგილს დასჯერდა მიხაელ შუმახერი, ვისთვისაც ეს მე-300 რბოლა იყო. მანაც
ბევრი იბრძოლა და რბოლის პირველ ნაწილში, ერთხანს მეორე ადგილზეც კი იყო, მაგრამ მისი
შენარჩუნება ვერ მოახერხა. სხვათა შორის, შუმის ერთხელ ლამის შეტაკება მოუვიდა
ფეტელთან. ეს მე-20 წრის მიწურულს მოხდა. ორგზის ჩემპიონი შვიდგზის ჩემპიონის გასწრებას
ცდილობდა, მაგრამ შუმი გაძალიანდა. ბოლო მოსახვევში მან ფეტელს გზა არ დაუთმო და მოულოდნელად,
ბოქსებისკენ შეუხვია. ფეტელს მანქანა მოუცურდა და ნელი მოსახვევი დრიფტით
გაიარა...
ბელგიის დიდი პრიზი
სპა ფრანკორშანი. დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ, 44
წრე)
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:29:08.530
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:13.624
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 00:25.334
4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:27.843
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:29.845
6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:31.244
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:53.374
8. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 00:58.865
9. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 01:02.982
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 01:03.783
11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 01:05.111
12. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 01:11.529
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:56.119
14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1 წრე
15. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1 წრე
16. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1 წრე
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1 წრე
18. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1 წრე
გ. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 15 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 40 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 44 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 44 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 44 წრე
გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 44 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი
წრე: ბრუნო სენა - 1:52.822, 43-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ფერნანდო ალონსო - 164 ქულა; 2. სებასტიან
ფეტელი - 140; 3. მარკ უებერი - 132; 4. კიმი რაიკონენი - 131; 5. ლუის ჰამილტონი -
117; 6. ჯენსონ ბატონი - 101; 7. ნიკო როსბერგი - 77; 8. რომენ გროჟანი - 76; 9. სერხიო
პერესი - 47; 10. მიხაელ შუმახერი - 35; 11. ფელიპე მასა - 35; 12. კამუი კობაიაში
- 33; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 31; 14. პასტორ მალდონადო - 29; 15. პოლ დი რესტა - 28;
16. ბრუნო სენა - 24; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 8; 18. დანიელ რიკიარდო - 4
კონსტრუქტორთა პირველობა
1.
რედ ბულ-რენო - 272 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 218; 3. ლოტუს-რენო - 207; 4. ფერარი
- 199; 5. მერსედესი - 112; 6. ზაუბერ-ფერარი - 80; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 59;
8. უილიამს-რენო - 53; 9. ტორო როსო-ფერარი - 12
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98
ერთი-ერთზე ლე მანთან
No comments:
Post a Comment