Sunday, September 16, 2012

ლატვალამ ლოების გამარჯვებათა სერია შეწყვიტა

Latvala wins, Loeb heading for ninth title
16 სექტემბერი

ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეათე ეტაპი - ბრიტანეთის რალი, რომელიც უელსის ტყეებში ჩატარდა. ამჯერად სებასტიან ლოები კეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა კიდვ უფრო მიუახლოვდა მეცხრე ტიტულს.


აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთამდე, ლოებმა ზედიზედ ხუთი ეტაპი მოიგო, ეს სერია კი აპრილში, არგენტინის რალიზე გამარჯვებით დაიწყო. რაც შეეხება ლატვალას, ბრიტანულ რალიზე მან ზედიზედ მეორედ მოიგო. ისე კი, უკვე შვიდი თვეა, გამარჯვებულის შამპანურის გემო არ იცოდა...

ლოებმა ეს მეორე ადგილიც დაძაბულ ბრძლაში მოიპოვა - მან მხოლოდ წამით აჯობა მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ პეტერ სოლბერგს. სეზონის დასრულებამდე სულ სამი ეტაპიღა რჩება. ფრანგი სუპერ ჩემპიონი თავის უახლოეს მდევარს, თანაგუნდელ მიკო ჰირვონენს 61 ქულას უგებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეცხრე ტიტულის განაღდება საშინაო რბოლაშივე შეუძლია.
ჰირვონენი ერთადერთია, ვისაც ლოებისთვის მიზნის მიღწევაში ხელის შეშლა შეუძლია. თუმცა, მხოლოდ თეორიულად, რადგან ძნელი წარმოსადგენია, „სიტროენმა“ ამის უფლება მისცეს... მან ბრიტანული რალი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ტავისი ქულათა მარაგი იმ სამი ქულიტაც შეავსო, რომლებიც ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთის მოგებისთვის დაიმსახურა.

„ამ გამარჯვებას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბრიტანული რალი ჩემთვის მეორე საშინაო რბოლაა, რადგან ათი წლის წინ, ჩემი კარიერა სწორედ აქ დავიწყე და აქ რბოლის უფრო მეტი გამოცდილება, მაქვს, ვიდრე ფინეთის გზებზე“, - განაცხადა ლატვალამ. მისი თქმით, გრუნტზე წინა რბოლის შემდეგ, ასეთ გზებზე თავისი მანქანის შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარა, თუმცა ამჯერად საპირისპიროში დარწმუნდა.


ბრიტანეთის რალის შედეგები
1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                    3:03:40.300
2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)             +00:27.800
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                       00:28.700
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                          01:10.600
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                       01:29.500
6. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                         03:37.000
7. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი)                       04:11.900
8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)                    06:00.400
9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                           06:58.900
10. ნასერ ალ-ატია (ყატარი, სიტროენი)                         09:32.100

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 219 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 158; 3. პეტერ სოლბერგი - 119; 4. მადს ოსტბერგი - 114; 5. იარი-მატი ლატვალა - 113; 6. ევგენი ნოვიკოვი - 63; 7. მარტინ პროკოპი - 40; 8. ტიერი ნოივილი - 38; 9. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) - 31; 10. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) - 31...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 348 ქულა; 2. ფორდ WRT - 237; 3. M-სპორტ ფორდ WRT - 123; 4. ყატარ WRT - 63; 5. ადაპტა WRT - 61; 6. სიტროენ ჯუნიორ WRT - 60; 7. მინი WRC ტიმ - 26; 8. ბრაზილ WRT - 20

ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე


No comments:

Post a Comment