Sunday, September 16, 2012

„ბეემვეს“ „დე ტომაზოს“ შეძენა სურს

BMW Confirmed as One of the Parties Interested in Buying the De Tomaso Brand
16 სექტემბერი
„ბეემვეს“ სუპერ ავტომობილების მწარმოებელ ბრენდ „დე ტომაზოს“ შეძენის მსურველთა შორისაა. ეს ინფორმაცია როიტერსმა, იტალიის მრეწველობის მინისტრისგან უშუალოდ მიიღო. საქმე ისაა, რომ ახლახანს „დე ტომაზო“ ისევ გაკოტრდა და მთავრობის განკარგულებაში გადავიდა, რომელმაც მის გაყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
იტალიის მთავრობა, „დე ტომაზოს“ გაყიდვის პროცესს ოფიციალურად პარიზის მოტორ შოუს დასრულების შემდეგ დაიწყებს. ბავარიელების გარდა, იტალიური ბრენდის შეძენა აპენინურ კომპანიებსაც სურთ, თუმცა მათ შესახებ როიტერსს ინფორმაცია არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ადრე „ბეემვეს“ ჯგუფს ოფიციალურად ჰქონდა განცხადებული, რომ „დე ტომაზოსთან“ დაკავშირებით არანაირი ინტერესი არ გააჩნია და არც მისი საწარმოს შეძენა სურს.
შეგახსენებთ, რომ „დე ტომაზოს“ აღდგენა იტალიელმა ბიზნესმენმა, „ფიატის“ ყოფილმა აღმასრულებელმა ჯან მარიო როსინიოლომ სცადა, რომელმაც ინვესტორთა ჯგუფი ჩამოაყალიბა და ასე განსაჯეთ, ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე, წინასერიული კონცეპტუალური ავტომობილი „დიუვილიც“ წარმოადგინა. ამ ავტომობილის წარმოებისთვის, როსინიოლომ „პინინფარინას“ საწარმოც გამოისყიდა, რომელიც ტურინის მახლობლად მდებარეობს.
მაგრამ ამასობაში, ინვესტორთა მიერ ამ წამოწყებისთვის გაღებული თანხაც ამოიწურა და „დე ტომაზო“ გაკოტრებულად გამოცხადდა...

ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი


”ლაზიკა” (ვიდეო)



No comments:

Post a Comment