Tuesday, September 18, 2012

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება

New McLaren P1 Hypercar Design Study Reveals F1's Replacement
18 სექტემბერი
ამ შესანიშნავი ავტომობილის გამოჩენას ავტოსამყარო მოუთმენლად ელოდა. ახლახანს, „მაკლარენმა“ ეს მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა ფოტო და ვიდეო ტიზერებით. და აი ისიც! ბრიტანულმა კომპანიამ საბურველი ჩამოხსნა თავის სუპერ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას, ავტომობილისა, რომელმაც ლეგენდარული F1-ის ადგილი უნდა დაიკავოს. სიახლეს, რომელსაც რეალურად პარიზის მოტორ შოუზე ნახავთ, უოკინგელებმა P1 უწოდეს. „მაკლარენი“ გვპირდება, რომ  P1-ის სერიულ ვერსიას მერმისს გვიჩვენებს, მის წარმოებას კი ზუსტად ერთ წელიწადშ დაიწყებს.
„სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „მაკლარენ P1-ში“, ჩვენი კომპანიის სარბოლო და საგზაო ავტომობილების წარმოების 50-წლიანი გამოცდლების დანახვას შეძლებთ. ოცი წლის წინათ, ჩვენ F1-ის გამოშვებით, სუპერ ავტომობილებისთვის ახალი სტანდარტი ჩამოვაყალიბეთ და ახლა P1-ით იგივეს ვაპირებთ“, - განაცხადა „მაკლარენ ავტომოტივის“ აღმასრულებელმა თავმჯდომარე რონ დენისმა.
ბრიტანული კომპანია ჯერ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რას ფარავს ეს ელეგანტური ძარა. თუმცა გვპირდება, რომ P1 იქნება „საუკეთესო მძღოლების ავტომობილი ქუჩასა და სარბოლ ტრასებზე“. შეგახსენებთ ადრე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ ავტომობილს იგივე მონოკოკური მზიდი ელემენტი და ძრავი აქვს, რაც MP4-12C-ს. ეს არის 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 აგრეგატი, რომელთან ერთადაც, ავტომობილს ალბათ ისეთივე კერს-ი მოემსახურება, როგორსაც „მაკლარენი“ ფორმულა ერთში იყენებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ „მაკლარენ F1“ „ბეემვეს“ წარმოების V12 ძრავითაა აღჭურვილი.
„ჩვენ მიზანი ის კი არაა, რომ მაინცდამაინც, მსოფლიოში უსწრაფესი ავტომობილი შევქმნათ, არამედ ის, რომ ის იყოს ერთდროულად სწრაფი და სასიამოვნო სამართავი საგზაო ავტომობილი. ეს სუპერ ავტომობილისთვის ნამდვილი გამოცდა და ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური განაცხადი იქნება. ჩვენი მიზანია, „მაკლარენ P1“ იყოს ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე უნარიანი, ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული და ყველაზე დინამიური ავტომობილი მათ შორის, რაც კი ოდესმე შექმნილა“, - ამბობს „მაკლარენ ავტომოტივის“ მმართველი დირექტორი ენტონი შერიფი.


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment