Monday, September 17, 2012

„ფორდი“ აკუმულატორებში ნაკლებ იშვიათ ელემენტს გამოიყენებს

Ford Reduces Use of Rare Earths with Fusion Hybrid Battery
17 სექტემბერი
„ფორდმა“ მესამე თაობის ჰიბრიდული სისტემა შეიმუშავა, რომლებსაც პირველად „ფიუჟენის“ (ფოტოზე) და „C-მაქსის“ ჰიბრიდულ ვერსიებზე გამოიყენებს და რომლებითაც ნიკელ-მეტალ-ჰიდრიდულ ელემენტებს ჩაანაცვლებს. ახალი ელემენტები ლითიუმ-იონურია, რომლებიც სიმსუბუქითაც გამოირჩევა და მეტი ტევადობითაც. ამასთან, დამუხტვა-განმუხტვის მეტ ციკლსაც უძლებს.

ამგვარად, ამერიკული კომპანია წლიურად დაახლოებით 226 ტონა იშვიათი მეტალის დაზოგვას შეძლებს, რაც მას ენერგიის დამგროვებელი ელემენტების და შესაბამისად, ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების გაიაფების საშუალებას მისცემს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწარმოო პროცესი გაცილებით სუფთა გახდება. აღსანიშნავია, რომ ლითიუმ-იონური ელემენტები, ნიკელ-მეტალ-ჰიდრიდულებზე 50 პროცენტით მსუბუქი და 25-30 პროცენტით კომპაქტურია.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომლებიც ენერგიის მოხმარების შემცირების და პროდუქციის გაიაფების საშუალებას მოგვცემს. და ამ სტრატეგიაში, იშვიათი მეტალების დაზოგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მესამე თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგია, რომელსაც უკვე ვნერგავთ, ჩვენს ოცწლიან გამოცდილებას ემყარება“, - „ფორდის“ ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების გლობალური ძირეული ინჟინერიის მთავარი ინჟინერი ჩაკ გრეი.
ცნობისათვის, ნიკელ-მეტალ-ჰიდრიდული ელემენტების წარმოებისას გამოიყენება ისეთი იშვიათი მეტალები, როგორებიცაა ნეოდიმიუმი, ცერიუმი, ლანთანი და პრაზეოდიმიუმი. ამათგან ლითიუმ-იონურ ელემენტებში არცერთს არ იყენებენ.



ასევე წაიკითხეთ

ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ მოქმედებაში (ვიდეო)

No comments:

Post a Comment