Tuesday, September 18, 2012

ახალი „რეინჯ როვერი“ ამერიკასაც ეწვია


All-New 2013 Range Rover Revealed in the States
18 სექტემბერი
„ლენდ როვერმა“ თავისი ახალი უგზოობის ლიმუზინი „რეინჯ როვერი“ ამერიკელებს წარუდგინა. პრეზენტაციაზე, რომელიც ნიუ ჯერსის გარეუბანში, სპეციალურად დაქირავებულ 2800 კვადრატულ მეტრ ფართობის მქონე „სტოუნ მენშნში“ ჩატარდა, ბრიტანულმა კომპანიამ თავის ლოიალურ მყიდველს უხმო.

პირველი კლასის კოქტეილის თანხლებით, რომლისთვისაც ორგანიზატორებმა 4000 ბოთლი საუკეთესო ღვინო მოამზადეს, დამსწრე საზოგადოებამ მეოთხე თაობის ლუქსის კლასის უგზოობის ავტომობილი გაიცნო. ეს არის პირველი „რეინჯ როვერი“, რომლის სტრუქტურა მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული.
„სრულიად ახალი „რეინჯ როვერის“ დებიუტი, „ლნდ როვერისთვის“ და მისი ლოიალური მყიდველისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ჩვენი კლიენტები, ჩვენი მარკის არაჩვეულებრივი ენთუზიასტები არიან და მათ დაიმსახურეს სრულიად ახალი „რეინჯ როვერის“ ამერიკულ პრემიერაზე დასწრება“, - ამბობს „ლენდ როვერ ნორთ ამერიკას“ ვიცე პრეზიდენტი კიმ მაკკალოფი.
პატივდებულმა კლიენტებმა პირველებმა შეიტყვეს, რომ ახალი „რეინჯ როვერის“ შეძენის საშუალება ამ წლის ბოლოს მიცემათ. ავტომობილის საწყისი ფასი (V8 ძტავით აღჭურვილი ვერსიისა) ამერიკაში 83 500 დოლარი იქნება, ტოპ ვერსიის შეძენა კი 130 950 დოლარად იქნება შესაძლებელი.

ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი


”ლაზიკა” (ვიდეო)

No comments:

Post a Comment