Monday, October 1, 2012

პერესი „მერსედესის“ B გეგმაში შედიოდა

Perez was Mercedes' 'plan B' after Hamilton
1 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონი რომ „მერსედესში“ გადასვლას არ დათანხმებულიყო, ვერცხლისფერი ისრები მიხაელ შუმახერის ადგილზე სერხიო პერესს მიიწვევდნენ. გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, მიხაელ შუმახერს „მერსედესში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებდნენ, თუ მათს შეთავაზებას პერესიც უარყოფდა.
მაგრამ „მერსედესმა“ საწადელს მიაღწია და ჰამილტონი გადაიბირა, რის შემდეგაც, მექსიკელი მრბოლი „მაკლარენს“ დაუთმო. საბოლოოდ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ფაქტობრივად მშრალზე დარჩა. თუმცა, მას არჩევანი მაინც დარჩენილი აქვს - „ფერარი“, ან „ზაუბერი“. სხვათა შორის, ერთი გერმანელი რეპორტიორი ირწმუნება, რომ ჰამილტონამდე სამქიმიანები პერესს დაუკავშირდნენ.
ერთი რამ კი ფაქტია - შუმახერს გუნდში ადგილის შენარჩუნება საკუტარი გადაწყვეტილებით შეეძლო და ამისათვის „მერსედესის“ თანხმობა არ იყო აუცილებელი, რადგან ამის უფლებას მას სამწლიანი კონტრაქტი აძლევდა. ამ კონტრაქტის შესაბამისად, მისი ვადის დასრულების შემდეგ, შუმის კონტრაქტის ერთი სეზონით გაგრძელების უფლება ჰქონდა. ოღონდ, ეს უფლება ზაფხულის არდადგებამდე უნდა გამოეყენებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპციის უფლებას კარგავდა.

შუმახერის კონტრაქტზე ლაპარაკი ჯერ კიდევ უნგრულ ეტაპამდე დაიწყო. მაშინ „მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ დიდ ჩემპიონს მანამ დაელოდება, სანამ ის საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგრამ როგორც ჩანს, შტუტგარტელთა მოთმინების საზღვარი ოქტომბერზე გადიოდა. ლოდინის პარალელურად, მათ სათადარიგო ვარიანტებზე მუშაობა დაიწყეს და როგორც კი ხელსაყრელი მომენტი მიიღეს, მის გამოყენებაზე უარი არ უთქვამთ.
თავად განსაჯეთ, იმისათვის, რომ ვინმეს ეჭვი არ აეღო, „მერსედესმა“ ჰამილტონთან მოლაპარაკება ნიკი ლაუდას სთხოვა, რომელმაც თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა. და საიდუმლო არც მაშინ გათქვა, როდესაც პრესამ სამქიმიანებისგან ავსტრიელისთვის დასახული მისიის შესახებ შეიტყო. გარდა ამისა, ლაუდამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაშიც, რომ „დაიმლერი“ ფ1-ში დარჩენაზე დაითანხმა.
ყოველივეს შემდეგ, გაჩნდა ეჭვი, რომ „მაკლარენი“ ჰამილტონის საჩემპიონო ბრძლაში მხარდაჭერით თავს აღარ შეიწუხებს. მაგრამ უოკინგელთა შეფი მარტინ უიტმარში ასე არ ფიქრობს. ის ამბობს, რომ ჰამილტონიც და მისი გუნდიც პროფესიონალურად მოიქცევიან და მიზნის მისაღწევად ყველაფერს იღონებენ...

ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე


No comments:

Post a Comment