Wednesday, October 24, 2012

ლაუდა: „მერსედესი“ სრულიად ახალ ბოლიდს ქმნის

Mercedes designing 'completely new' 2013 car - Lauda
24 ოქტომბერი
მომავალი სეზონისთვის „მერსედესი“ სრულიად ახალ ავტომობილს ამზადებს, ამბობს ნიკი ლაუდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, სამქიმიანების ახალი არააღმასრულებელი თავმჯდომარეა. სწორედ ის აკავშირებს შტუტგარტულ კომპანიას და ბრიტანეთში ბაზირებულ საჯინიბოს, რომელსაც როს ბრაუნი ხელმძღვანელობს.


ამ სეზონის მანქანით, რომლის ინდექსია W03, ნიკო როსბერგმა ჩინური ეტაპი მოიგო, მიხაელ შუმახერმა კი მონაკოში უსწრაფესი წრე გაიარა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერცხლისფერმა მანქანამ ის მოლოდინი ვერ გაამართლა, რაც მის მიმართ, სეზონის დასაწყისში არსებობდა.
მომავალი სეზონისთვის რეგლამენტი პრაქტიკულად არ იცვლება და გუნდების უმეტესობა, ახლანდელი მანქანების სრულყოფაზე მუშაობს და არა სრულიად ახლის შექმნაზე. მითუმეტეს, 2014 წლის სეზონში რეგლამენტი, განსაკუთრებით მისი ის ნაწილი, რომელიც ძრავების წესებს არეგულირებს, ძირეულად იცვლება. და გუნდებიც თავიანთი მანქანების კონსტრუქციის ძირეულ შეცვლას მაშინ აპირებენ.
მაგრამ „მერსედესის“ გეგმები განსხვავებულია. გუნდს უნდა, რომ ლუის ჰამილტონის გადმოსვლას, ახალი მანქანის შემუშავებით დახვდეს. ამის მიზეზი კი, ლაუდას თქმით ისაა, რომ W03 სწრაფი მანქანა არაა და მას განვითარების პოტენციალიც არ გააჩნია.
„ჩვენ სრულიად ახალი მანქანის კონცეპციაზე ვმუშაობთ. ამის მიზეზი ძალიან მარტივია - ახლანდელი მანქანა არასაკმარისად სწრაფია“, - გერმანულ ტელეარხ RTL-თან საუბრისას განაცხადა ავსტრიელმა.

No comments:

Post a Comment