Wednesday, October 24, 2012

„რედ ბულმა“ შეიძლება ნიუ იორკის რბოლა გადაარჩინოს

Red Bull could rescue New York's F1 race
24 ოქტომბერი
დიტრიხ მატეშიცი და ბერნი ეკლსტოუნი 
ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა ავსტრიულმა კომპანია „რედ ბულმა“ და მისმა შეფმა დიტრიხ მატეშიცმა შეიძლება ნიუ იორკის რბოლის მომავალ სეზონში ჩატარება უზრუნველყონ. ამის ტაობაზე, ფორმულა ერთის ვებგვერდს ბერნი ეკლსტოუნმა განუცხადა.
რბოლის შემდეგი სეზონისთვის გადადების მთავარი მიზეზი ისაა, რომ მის ორგანიზატორებს საჭირო სახსრები არ აღმოაჩნდათ. მაგრამ როგორც ბერნი ამბობს, რბოლის სპონსორობა შეიძლება „რედ ბულმა“ ითაოს, რომელიც ამერიკის ბაზრით დაინტერესებულია და ფ1-ის გუნდებიდან პირველმა, უკვე ჩაწერა სპეციალური სარეკლამო კლიპი, რომელიც ნიუ ჯერსის და ნიუ იორკის ქუჩებში გადაიღეს.
ქრისტიან სილტი, ფ1-ის ბიზნეს ჟურნალისტი, ვინც ეკლსტოუნის ეს ნათქვამი გამოაქვეყნა, თვლის, რომ ფ1-ის კომერციულ უფლებათა განმგებელი, ჰაერზე არ ლაპარაკობს და ამის რეალური საფუძველი გააჩნია.
„სახელმწიფოსგან მხარდაჭერის არქონის პირობებში, ჩემი აზრით, ამერიკის დიდი პრიზის ჩასატარებლად ერთადერთი გამოსავალი, მდიდარი მხარდამჭერის გამოჩენაა. შემიძლია ვთქვა, რომ „რედ ბულს“ ამის რესურსი გააჩნია. რაც მთავარია, ამ კომპანიას, თავისი ბრენდის ამ მხარეში წარმოჩენის ინტერესი გააჩნია“, - ნიუ ჯერსის გაზეთ „სტარ-ლეჯერთან“ საუბრისას განაცხადა სილტმა.
ჟურნალისტი დასძენს, რომ ეკლსტოუნს მისთვის პირადად აქვს ნათქვამი, რომ თუ ფინანსური მხარდამჭერი დროულად გამოჩნდა, დიდი შანსია იმისა, რომ რბოლა მომავალ სეზონშივე ჩატარდება.

No comments:

Post a Comment