Wednesday, October 24, 2012

„ფორდ ფიესტა სედანი“ ბრაზილიაში

Ford shows updated 2013 Fiesta sedan in Brazil
24 ოქტომბერი

სან პაულუს მოტორ შოუზე წარდგენილი სიახლეების უმეტესობა, ბრაზილიური ბაზრისთვისაა განკუთვნილი. თუმცა მათ შორის ისეთებიცაა, რომლებსაც მწარმოებელი გლობალურ დანიშნულებას ანიჭებს. მაგალითად, „ფორდის“ უახლესი სედანი „ფიესტა“, რომელიც რა თქმა უნდა, იმავე სახელის მქონე ჰეჩბეკის ბაზაზეა შემუშავებული.

პარიზში ცისფერმა ოვალმა განახლებული გლობალური ჰეჩბეკი „ფიესტა“ გვიჩვენა, სედანის დებიუტისთვის კი ბრაზილია აირჩია. განახლებული ავტომობილი შესანიშნავი, სოლიდური ავტომობილის შესაფერისი გარეგნობით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ის ამერიკული კომპანიის განახლებულ კორპორატიულ სტილშია შესრულებული. ამის ნიშანია „ასტონ მარტინის“ ტიპის რადიატორი და „ფიუჟენის“ სტილის წინა, დაწვრილებული ფარები და დაბერილი კაპოტი.


„ფორდს“ ახალი „ფიესტას“ სედანისძარიანი ვერსიის აღჭურვილობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. სავარაუდოდ, ამ მხრივ, განახლებული ჰეჩბეკისგან განსხვავება პრაქტიკულად არ იქნება. ასე რომ, მთავარი სიახლე სერია „ეკობუსტის“ სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავი, ასევე უსაფრთხოების სისტემა „აქტივ სიტი სტოპი“ იქნება.

No comments:

Post a Comment