Friday, October 19, 2012

ნიუ ჯერსის რბოლა ერთი წლით გადაიდო


New Jersey Grand Prix to be postponed until 2014
19 ოქტომბერი
ფორმულა ერთის რბოლა ნიუ ჯერსიში, რომელიც გეგმის მიხედვით, პირველად მომავალ სეზონში უნდა ჩატარებულიყო, ერთი წლით გადაიდო და ის 2014 წელს გაიმართება. ეს ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არაა, თუმცა რბოლის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამის შესახებ განცხადებას პარასკევს გააკეთებენ.

ადგილობრივ „ჯერსი ჯორნელთან“ საუბრისას, ქალაქის მერმა რიჩარდ ტარნერმა განაცხადა, რომ ტრასის მშენებლობა ჯერ არც დაწყებულა და არც შესაბამისი ნებართვებია გაცემული. ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელი ბერნი ეკლსტოუნი ხშირად ამბობდა, რომ ნიუ ჯერსის რბოლა შეიძლებოდა გადადებულიყო. მისი თქმით, კალენდარში გაჩნდა ვაკანსია, რომელსაც ჯერჯერობით ასევე დატოვებენ.
„მომავალ სეზონში ნიუ ჯერსიში რბოლა ვერ ჩატარდება. კონტრაქტი დაუყოვნებლივ რომც გავაფორმოთ, შეუძლებელია ექვს თვეში შესაფერისი ტრასის აგება. სხვა თუ არაფერი, ნიუ იორკში საკმაოდ მკაცრი ზამთარი იცის, რაც მშენებლობას ხეკს ვერ შეუწყობს“, - ამბობს ბერნი.
ნიუ ჯერსის რბოლა 16 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, კანადური ეტაპიდან ზუსტად ერთ კვირაში. წინასწარ კალენდარში ის კი იყო შეტანილი, მაგრამ იქვე აღნიშნული იყო, რომ ეტაპი დამტკიცებას ელოდა. და აი, ის არ დაამტკიცეს. იმის გამო, რომ მონრეალი და ნიუ ნიორკი დიდი მანძილითაა დაშორებული სილვერსტოუნიდან, სადაც მომდევნო ეტაპი 30 ივნისს უნდა ჩატარდეს, სავარაუდოა, რომ ეკლსტოუნი ამერიკული ეტაპის სხვა რომელიმეთი არ ჩაანაცვლებს.
ამგვარად, კალენდარში 19 ეტაპი რჩება. და მაინც, პადოკში დადის ხმები, რომ შესაძლოა, ნიუ ჯერსის ადგილზე, თურქული ეტაპი ჩაჯდეს - ბერნის სტამბულის რბოლის აღდგენა სურს და მომავალ სეზონში ამის რეალური შანსი ექნება...

No comments:

Post a Comment