Friday, October 19, 2012

ლოები იტალიის რალის გამოეთიშა

WRC Italy: Sebastien Loeb crashes out of lead on Friday
19 ოქტომბერი

იტალიის რალის, პარასკევის პირველივე სპეცმონაკვეთზე გამოეთიშა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები. მან სტარტი ლიდერის რანგში აიღო - თანაგუნდელ მიკო ჰირვონენს ოდენ წამს უგებდა. სპეცმონაკვეთის ფინიშამდე ხუთი კილომეტრით ადრე, ლობი რბოლას გამოეთიშა.

მოგვიანებით „სიტროენმა“ გამოაცხადა, რომ მცირე ინციდენტის შედეგად, ფრანგის მანქანაზე საჭის მექანიზმი დაზიანდა და ამიტომ, ასპარეზობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ლოების თქმით, მანქანამ გზაზე დაყრილი ქვების გროვაზე გადაიარა. საჭე სწორედ მაშინ დაზიანდა. ლოებმა გზის გაგრძელება სცადა, მაგრამ როგორც კი დარწმუნდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მანქანა გზის პირას გააჩერა.
ლოების გამოვარდნის შემდეგ, რბოლის ლიდერობა ხელთ ჰირვონენმა იგდო, რომელიც პეტერ სოლბერგს 15 წამს უგებს.
ლოების გარდა, რბოლაში ფრანგულმა გუნდმა კიდევ ერთი ეკიპაჟი „დაკარგა“ - რბოლას „სიტროენ ჯუნიორის“ ბელგიელი ტიერი ნოივილი გამოეთიშა. თავიდან ის მეოთხე იყო, მაგრამ შემდეგ შეცდა და მანქანა ამოუყირავდა, რაზეც ექვსი წუთი დაკარგა. მანქანის ბორბლებზე დაყენებას რომ ცდილობდა, ბელგიელმა ხელის ტრავმაც კი მიიღო.

No comments:

Post a Comment