Thursday, October 4, 2012

„სუძუკიმ“ „ჯიმნი“ ოდნავ შეალამაზა


Suzuki Subtly Refreshes European Market Jimny 4x4
4 ოქტომბერი
უკვე 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „სუძუკიმ“ მესამე თაობის „ჯიმნი 4X4-ის“ წარმოება დაიწყო, ავტომობილის, რომელიც უგზოობის შესანიშნავი თვისებებით გამოირჩევა. სერიული ავტომობილისთვის ეს მეტისმეტად ბევრია, თუმცა იაპონური კომპანია აქამდე მხოლოდ ამ ავტომობილის კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლება და ჯერჯერობით, ფონსაც საკმაოდ იოლად გადის.

„სუძუკიმ“ ამჯერადაც „ჯიმნის“ ევროპულ ვერსიას მცირე ფეისლიფტი აკმარა. კერძოდ შეიცვალა კაპოტი, რომელზეც ჰაერის ამღები გამოჩნდა, რადიატორის ბადის ხუთი სეგმენტის და ბამპერის მოყვანილობა დაიხვეწა. გარდა ამისა, უკანა ფანჯრებზე დაბურული შუშები დააყენეს. ზოგიერთ მოდიფიკაციაზე კი წინა სავარძლები გამათბობებლით აღიჭურვა.
არ შეცვლილა ავტომობილის ძრავი, რომლის მუშა მოცულობაც 1.3 ლიტრია (ევროპის ბაზრის ვერსია) და რომელიც საწვავად ბენზინს იყენებს. მისი სიმძლავრე 79 ცხენის ძალაა და მამოძრავებელი ძალა ოთხივე წამყვან ბორბალს მიეწოდება.
როდის აპირებს მეოთხე თაობის „ჯიმნის“ გამოშვებას, „სუძუკი“ ჯერჯერობით ამაზე არაფერს ამბობს.

No comments:

Post a Comment