Thursday, October 4, 2012

შუმახერი მიდის

Schumacher announces Formula One retirement
4 ოქტომბერი

როგორც ჩანს, მასზე იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ „მერსედესმა“ ის ლუის ჰამილტონით ჩაანაცვლა და ეს ისე გააკეთა, რომ მის პასუხს, აპირებს თუ არა კონტრაქტის გაგრძელებას, არც დალოდებია. შუმახერმა თავისი წასვლის შესახებ განცხადება სუძუკას ავტოდრომზე, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გადავწყვიტე, ფორმულა ერთიდან ამ სეზონის დასრულების შემდეგ წავიდე. თუმცა მიმაჩნია, რომ საუკეთესო პილოტეთან კონკურენცია ჯერაც შემიძლია. ეს ისაა, რიტაც ვამაყობ და სწორედ ამის გამო, არასდროს ვინანებ, რომ სამი წლის წინ დავბრუნდი“, - განაცხადა შუმახერმა.

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შუმახერი ფ1-ს დაუბრუნდა, თუმცა ვერაფერს მიაღწია. ამ სამ სეზონში მხოლოდ ერთხელ, ვალენსიაში (ევროპის წლევანდელ დიდ პრიზზე) შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. მაგრამ ამის მიუხედავად, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ კმაყოფილი ტოვებს დიდი პრიზების ცირკს.
„ჩემი გამოსვლებით მხოლოდ კმაყოფილი შეიძლება ვიყო. რაც მთავარია, შედეგებს მუდმივად ვაუმჯობესებდი. მაგრამ მოვიდა მომენტი, როდესაც უნდა გავჩერებულიყავი. როცა ვბრუნდებოდი, მაშინ ვთქვი, რომ წარმატებების გამეორებას ვაპირებდი. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ხშირად მაკრიტიკებენ. ხანდახან ამას საფუძველი აქვს, ხან კი ზედმეტები მოსდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძელით ისეთი მანქანის შექმნა, რომელიც გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მოგვცემდა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ საერთო ჯამში, მე შემიძლია, ფ1-ში ჩემი მიღწევებით ვიამაყო“, - დასძენს შუმი.
გერმანელი ამბობს, რომ ხანდახან ეჭვი ეპარებოდა თავის მოტივაციაში და ფიქრობდა, რომ საკმარისი ენერგია აღარ აქვს იმისათვის, რომ ბრძოლა შესძლოს. ის ამბობს: „ჩემი სტილი არაა იმ საქმის კეთება, რომელშიც ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ. და ამ განცხადებით კი ყველა ეჭვს წერტილს ვუსვამ. სხვა თუ არაფერი, უბრალოდ ტრასაზე ყოფნისთვის არ დავბრუნებულვარ. ჩემი მიზანი ყოცელთვის გამარჯვება იყო. რბოლაში მონაწილეობა კი სიამოვნებას მხოლოდ მაშინ მანიჭებს, როდესაც კონკურენტუნარიანი ვარ“.

No comments:

Post a Comment