Thursday, October 4, 2012

PPNMC NOAO - ფრანგი რეკორდსმენი უცნაური სახელით (ვიდეო)


PPNMC NOAO is a poorly named but still awesome electric race car
4 ოქტომბერი
ამ ავტომობილს NOAO ჰქვია, მის მწარმოებელს პარიზის მოტორ შოუზე ეს აბრევიატურა არ გაუშიფრავს. ფრანგული კომპანია „პოულ პერფორმენს ნევერ მანი კურ“, ცნობილ ავტოდრომ მანი კურის სიახლოვესაა ბაზირებული. მისმა სპეციალისტებმა ნახევარ წელიწადში შეიმუშავეს და გამოსცადეს სპორტული ელექტრომობილი, რომლითაც მანი კურზე, ამ ტიპის ავტომობილებისთვის, სიჩქარის რეკორდი დაამყარეს.

NOAO ფრანგულად თურმე ისევე წარმოითქმის, როგორც ნოუ ჰაუ. ავტომობილი წყვილი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 227 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 400 ნიუტონმეტრი. სვლის სიშორის გასაზრდელად, ელექტრომობილს შიდაწვის ძრავიც ემსახურება, რომელიც გენერატორთან ერთად, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და მას ძრავებს და ლითიუმ-იონური ელემენტების სამ ბლოკს აწვდის. ეს შიდაწვის ძრავი სამცილინდრიანია და მისი მუშა მოცულობა 1.0 ლიტრს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ მას ელემებნეტის ბლოკები ამძიმებს, NOAO მაინც „მხოლოდ“ 990 კილოგრამს იწონის. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4220 მილიმეტრი, სიგანე 1800 მილიმეტრი და სიმაღლე 1170 მილიმეტრი. ზემოთ ნახსენები ელექტრტოძრავების მახასიათებლები საკმარისია იმისათვის, რომ „ნოუ ჰაუმ“ მაქსიმუმ 200 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს.
რაც შეეხება ამ ავტომობილის მიერ დამყარებულ რეკორდს, ის ერთი შეხედვით ვერ გაგაოცებთ - სარბოლო რეჟიმში, მანი კურზე ერთ საათში 105 კილომეტრის და 649 მეტრის გავლა მოახერხა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment