Monday, October 8, 2012

„ვოლვომ“ სამომავლო გეგმები გამოაქვეყნა


Volvo Exec Confirms S60 and S80 Facelifts for 2013, New XC90 Coming in late 2014
8 ოქტომბერი
როგორც წესი, ავტო შოუების დასაწყისში პრესის დღეები იმართება ხოლმე, რომელთა დროსაც, ავტომწარმოებლები მედიას თავიანთ სიახლეებს აცნობენ. მაგრამ გამონაკლისებიც ხდება და ზოგი სიახლეს მომდევნო დღეებშიც ამჟღავნებს. ასე მოხდა „ვოლვოს“ შემთხვევაში.

„ვოლვოს“ მარკეტინგის და გაყიდვების გლობალური განყოფილების შეფმა დაგ სოეკმა გამოცემა „ავტონიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა, რომ შვედური კომპანია თავისი ორი სედანის გადახალისებას აპირებს. ესენია საშუალო ზომის S60, რომელიც ბაზარზე ორი წლის წინ გამოვიდა და სრულგაბარიტიანი S80, რომელიც 2006 წლიდან გამოდის და რომელსაც ორი წლის წინ უმნიშვნელო მოდერნიზაცია ჩაუტარდა. სპეკმა განაცხადა, რომ S60 და S80 სედანების ახალი ვერსიები „გარკვეულ დროში“ გამოჩნდება ბაზარზე, თუმცა ეს დროები არ დაუკონკრეტებია.
ამ ორი სედანის სახეშეცვლილ ვერსიებს მომავალ წელს ვიხილავთ, მათ კი საშუალო ზომის ლუქსის კლასის ქროსოვერი XC90 მოჰყვება. ახლანდელი XC90-ის წარმოება ათი წლის წინ დაიწყო და ეს „ვოლვოს“ გამაში ყველაზე ხნიერი ავტომობილია. უკვე ცნობილია, რომ სწორედ ამ ქროსოვერის შემცვლელი იქნება პირველი ავტომობილი, რომელიც სრულიად ახალ, „პლატფორმის ცვალებად არქიტექტურაზე“ აიგება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ეს პლატფორმა, თავისი ძირითადი თვისებებით, „ფოლკსვაგენის“ MQB-პლატფორმის მსგავსია.
სპეკმა დაადასტურა, რომ „ვოლვოს“ მთავარი მიზანია, 2020 წელს გაყიდვებმა 800 000-ს უნდა მიაღწიოს. ამ გეგმის შესრულებაში, ზემოთ ნახსენებ მოდელებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, შვედური კომპანიისთვის, სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი აშშ იქნება.

No comments:

Post a Comment