Monday, October 8, 2012

ავარია, რომელშიც 25 მანქანა "აიზილა" (ვიდეო)


Watch NASCAR's last-lap crash at Talladega that took out 25 cars
8 ოქტომბერი
ეს ნასქარ-ია... აბა, ასეთ რამეს სხვაგან ვერ ნახავთ! ტალადეგას ოვალზე რბოლის ბოლო ორი წრის განმავლობაში, გამარჯვებისთვის ერთბაშად 30-მდე მრბოლი იბრძვის (!). ბოლო წრეზე წასვლამდე, პელოტონს სათავეში ტონი სტიუარტი (14, შევროლე) ჩაუდგა, რომელმაც მანამდე სემ ჰორნიშის (22, დოჯი) შეტევა მოიგერია. სტიუარტს კვალში მეტ კენსეტი (17, ფორდი) უდგას, ვინც მანამდე იყო ლიდერი. სტიუარტი მისი შეტევის მოგერიებას ახერხებს, მაგრამ ბოლოსწინა მოსახვევში ლიდერს მაიკლ უოლტრიპი (55, ტოიოტა) ეჯახება...


ამ დროს სიჩქარე 300 კმ/სთ-ზე მეტია. პელოტონში მანქანები 4 რიგს ქმნიან. სტიუარტის უკონტროლო მანქანა ჯერ ვირაჟის ქვედა მხარეს დაეშვება, მაგრამ ჰაერის ძლიერი ნაკადი მოულოდნელად ზევით მიმართავს... სტიუარტის "შევროლე" პელოტონის რიგებს "ანადგურებს", შემდეგ ჰაერში აიჭრება და ერთ-ერთ მანქანას თავზე ეცემა... ინციდნტში პრაქტიკულად ყველა მდევარი ერთვება... მაგრამ არა, ამ ხორცსაკეპ მანქანას კენსეტი გადაურჩა და საფინიშო დროშაც მას აუფრიალეს...
მთავარი ისაა, რომ მასობრივ მანქანათა კვლას მსხვერპლი არ მოჰყოლია!

ვიდეო

No comments:

Post a Comment