Wednesday, October 31, 2012

„ფორდ GT“ – 453 კმ/სთ (ვიდეო)


Watch a modified Ford GT go 283 mph in a standing mile
31 ოქტომბერი
რა მანქანა უნდა იყოს ისეთი, რომ 453 კმ/სთ განავითაროს“ თანაც, როგორც ამბობენ, ქუჩაში ამით გადაადგილება შესაძლებელიაო... თან, როგორც ფოტოზეც ჩანს, ამ მანქანას „ზედმეტი“ აეროდინამიკური“ ელემენტები არ აქვს...

ამ წარმოუდგენელი სიჩქარის ამკრეფი „ფორდ GT-ს“ ავტორი, კომპანია „პერფორმენს პაუერ რეისინგია“, რომელმაც ძრავი ორი მძლავრი ტურბოკომპრესორით აღჭურვა. აღსანიშნავია, რომ ამ ავტომობილით იმავე კომპანიას, სიჩქარის არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული.

მორიგი გარბენისთვის, რომელსაც გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები დაესწრნენ, კომპანიამ ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრი აირჩიეს. მანძილი ერთი მილი (1600 მეტრი), სტარტი - ადგილიდან. ქრონმეტრაჟის აპარატურა კომპანია „TAG ჰოიერმა“ გამოჰყო.

პილოტმა, რომლის სახელიც უცნობია, წარმოუდგენელი სიჩქარე - 453 კმ/სთ განავითარა. დროა, მოლშაიმში კომპიუტერებს მიუსხდნენ და „ბუგატი ვეირონი“ ისე მოაჯადოონ, რომ ეს რეკორდი დაამხოს. თუმცა, ეს ძალიან ძნელი იქნება...





ვიდეო

No comments:

Post a Comment