Wednesday, October 31, 2012

მონსტრი „ფორდ F-250 სუპერ დატის“ ბაზაზე


Kelderman Ford F-250 Super Duty laughs at lesser trucks
31 ოქტომბერი
ამერიკა პიკაპებით და უგზოობის ავტომობილებით დადის. პიკაპი ამ ქვეყნის ისეთივე სიმბოლოა, როგორიც ცათამბჯენები, „კოკა-კოლა“, „მაკდონალდსი“ და ბეისბოლი. სენს, სახელად პიკაპი, ვერც ისეთი წლიერი წამალი შველის, როგორიც საწვავის გაძვირებაა.

ამერიკაში ძალიან პოპულარულია ეგრეთ წოდებული მონსტრების რბოლები. ეს მონსტრები გადაკეთებული სერიული ავტომობილებია, რომლებსაც აბსოლუტურად შეცვლილი საკიდარი და წარმოუდგენლად დიდი ბორბლები აქვს. წარმოიდგინეთ, სგახართ შუქნიშანზე და თავზე უზარმაზარი ბორბალი წამოგადგათ. მეორე მხარეს გაიხედავთ და... იქაც ბორბალია, უკანაც... მერე მიხვდებით, რომ მონსტრია. რათქმა უნდა, ეს ისეთივე იშვიათი მოვლენაა, როგორიც ვთქვათ, მზის დაბნელება, მაგრამ გამორიცხული არაფერია, რადგან ამერიკელებს უყვართ დიდი მანქანები. გიგანტურებიც...
მოკლედ, ამ დღეებში ლას ვეგასი ტრადციულ ავტოგამოფენა SEMA-ს მასპინძლობს, რომელზეც ტუნინგური კომპანიები ბატონობენ. ასეთი კომპანია ამერიკაში უამრავია. ისინი სერიული ავტომობილებისგან ისეთ საოცრებებს ამზადებენ, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს რომ მოხიბლავს. არიან ისეთებიც, რომლებიც მონსტრებზე არიან სპეციალიზებულნი. მაგალითად, „კელდერმანი“.
ამ კომპანიამ ახლახანს პიკაპ „ფორდ F-250 სუპერ დატის“ ბაზაზე აი, ეს მონსტრი შექმნა და ლას ვეგასის შოუზე წარადგინა. მანქანა იმხელაა, საგამოფენო კომპლექსის ნებისმიერი წერტილიდან დაინახავთ. მანქანა სრულიად ახალ საკიდარზე და ზორბა ბორბლებზე დგას, რისი წყალობითაც, დონორზე ორჯერ მაღალია. მისი დიზაინი კომპანია „ტიმ ნიკოლაუ დიზაინმა“ შეიმუშავა. გაფორმებაც ამ უკანასკნელისაა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელები ჟანგიან ტაშტსაც კი ისე გააფორმებენ, თვალს ვერ მოაშორებ. „F-250 სუპერ დატი“ კი ისედაც ძალიან ეფექტური ავტომობილია. მოკლედ, მართლაც შესანიშნავი საბოლოო პროდუქტი მიიღეს.
ისე, მტრისას, ასეთი ავტომობილის პატრონს, თუ საცობში მოხვდა, მოთმინება გამოელიოს და...

No comments:

Post a Comment