Wednesday, November 14, 2012

ფეტელი: მე და ალონსო თანაბრად ვიმსახურებთ გვირგვინს

Vettel says he and Alonso are equally worthy of 2012 F1 crown
14 ნოემბერი

სებასტიან ფეტელი თვლის, რომ ის და ფერნანდო ალონსო ერთნაირად იმსახურებენ ჩემპიონის გვირგვინს. მართალია, ესპანელს საუკეთესო მანქანით ასპარეზობა არ უწევს, მაგრამ ის მთელი სეზონის განმავლობაში, ტიტულისთვის იბრძვის. მაგრამ არდადეგების შემდეგ, გერმანელმა სინგაპურიდან ინდოეთამდე ზედიზედ ოთხი რბოლა მოიგო და 42-ქულიანი ჩამორჩენი აღმოფხვრა შესძლო და ახლა თავად უგებს 10 ქულას.

აბუ დაბიში, ალონსოს რეალური შანსი ჰქონდა, რომ ჩამორჩენა მეტადაც შეემცირებინა, მაგრამ ფეტელმა, ვინც სტარტი პიტლეინიდან აიღო, ფინიშს მესამემ მიაღწია და კვარცხლბეკზე, მეორეზე გასული ალონსოს მოპირდაპირე მხარე დაიკავა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ მანაც და ალონსომაც ამოწურეს უიღბლობათა ლიმიტი და დარჩენილ ორ ეტაპზე (ამერიკასა და ბრაზილიაში), ყველაფერი ტრასაზე გადაწყდება.
„თუ განვლილ რბოლებს გადავხედავთ, მეც და ფერნანდოსაც საკმარისად გვქონდა უიღბლობები. ამ მაჩვენებლით ჩვენ თანაბრად ვართ. ვთვლი, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც ამას ყველაზე მეტად იმსახურებს. ეჭვი არაა, ორივე კარგ პოზიციაში ვართ და იმედია, ბოლომდ ვიბრძოლებთ. განვლილ რბოლებს ორივე რამდენჯერმე გამოვეთიშეთ, გვქონდა ინციდენტები და ტექნიკური პრობლემები. იმედია, ამის ლიმიტი ამოვწურეთ. ძნელია ამდენი რბოლის უშეცდომოდ ჩატარება. ეს ისეთი რამაა, რაც არ უნდა დაითვალო. მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ“, - ამბობს ფეტელი.
გერმანელი მრბოლი ახლა 25 წლისაა და ამერიკული რბოლა მეასეა მის კარიერაში. ფ1-ში ფეტელის დებიუტი 2007 წელს შედგა. ის ამბობს, რომ ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ უკვე ამდენ რბოლაში მიუღია მონაწილეობა.
„დრო რა ჩქარა გადის. ასი დიდი რიცხვია. 100 სტარტი ნიშნავს, რომ პირველი მოსახვევის ქაოსს ასჯერ გადაურჩი. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ფორმულა ერთში ასე დიდი ხნის წინ ჩავერთე. ასეა, როცა ისეთ რამეს აკეთებ, რაც ძალიან მოგწონს და გსიამოვნებს. ახლა დროა, მეორე ასეულისთვის „მოვემზადო“.

No comments:

Post a Comment