Thursday, November 8, 2012

„რეინჯ როვერ ევოკ დესერტ უორიორ 3“

Range Rover Evoque Desert Warrior 3 Revealed
8 ნოემბერი
ბრიტანულმა სარბოლო გუნდმა „იქსსაიტ რალი რეიდ ტიმმა“ თავისი ახალი სარბოლი მანქანა - „რეინჯ როვერ ევოკ დესერტ უორიორ 3“ წარმოადგინა, ავტომობილი, რომლითაც მისი ეკიპაჟი დაკარის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. ორკარიანი სარბოლი ავტომობილი დიზელის ძრავითაა აღჭურვილი და მას ქროსოვერ კუპეს ფორმა აქვს.
აგრეგატი, რომლითაც სარბოლი ავტომობილი (უდაბნოს მებრძოლი) აღიჭურვა, „ბეემვეს“ წარმოების 3.0-ლიტრიანი წყვილტურბოიანი დზელია, რომელიც სტანტარტული შესრულებით, 275 ცხენის ძალას ავითარებს, დაკარის მებრძოლისთვის კი ის 350 ცხენის ძალამდე გაძლიერდა. ამასთან, ფორსირების შემდეგ, მაქსიმალურმა მაბრუნმა მომენტმა 850 ნიუტონმეტრს მიაღწია.

სარბოლი ავტომობილი მაღალპროფილიან ბორბლებზე დგას, რომელთა დამეტრიც 16 დუიმია. ისინი კომპანია „BF გუდრიჩის“ წარმოების სპეციალური საბურავებთაა (დესერტ რეის G სერიზ) შემოსილი. საბურავების გამძლეობის გასაზრდელად, ისინი სპეციალური ხვეულებითაა გაძლიერებული.
სარბოლი „ევოკი“ სპეციალური აეროდინამიკური პაკეტითაა აღჭურვილი, რომელიც მის სპორტულ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. „უდაბნოს მეომარი“ 1 900 კილოგრამს იწონის, მისი საწვავის ავზი კი 260 ლიტრ საწვავს იტევს, რაც 1 200 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი.

No comments:

Post a Comment