Wednesday, November 14, 2012

ახალი „მაზერატი კვატროპორტე“ დიზელითაც აღიჭურვება

All-New Maserati Quattroporte to Gain V6 Diesel and All-Wheel Drive
14 ნოემბერი
ახლახანს, „მაზერატიმ“ თავის ფლაგმან „კვატროპორტეს“ მეექვსე თაობის სედანის ფოტოები გაავრცელა და მასზე საუკეთესო გამოხმაურებები მიიღო. ოღონდ, ტექნიკური მახასიათებლები საიდუმლოდ შეინახა. სამაგიეროდ, იტალიურმა გამოცემა „აუტოედიციონე.კომ-მა“ როგორღაც მოახერხა უფრო მეტის გაგება და მოპოვებული ინფორმაცია თავის მკითხველს გაუზიარა.

„აუტოედიციონე.კომ-ის“ ინფორმაციით, ახალი „კვატროპორტეს“ სიგრძე 5.26 მეტრია. შედარებისთვის, მისი წინამორბედის სიგრძე 5.09 მეტრია - როგორც მოსალოდნელი იყო და ფოტოების მიხედვით ვივარაუდეთ, „ოთხკარა“ (კვატროპორტე სწორედ ოთხკარიანს ნიშნავს) დაგრძელებულია და ეს იმ მოტივით მოხდა, რომ მის ადგილს „მაზერატის“ გამაში მალე „გიბლი“ დაიკავებს.
გამართლდა მეორე ვარაუდიც - ახალი „კვატროპორტე“ ბენზინის V6 ძრავითაც აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 410 ცხენის ძალას მიაღწევს. კიდევ ერთი ძრავია V8 (მათი მუშა მოცულობა ჯერჯერობით უცნობია), რომლის სიმძლავრეც 530 ცხენის ძალა იქნება. შედარებისთვის, ახლანდელი „კვატროპორტეს“ ყველაზე მძლავრი აგრეგატის სიმძლავრე 450 ცხენის ძალაა.
დაბოლოს, „აუტოედიციონე.კომ“ ირწმუნება, რომ ახალი „კვატროპორტე“ მალე V6 დიზელითაც აღიჭურვება. ამასთან, ასეთი ვერსია სრულამძრავიან ტრანსმისიასაც მიიღებს და მის ადვილად ამოსაცნობად, სახელში „ინტეგრალეც“ დაემატება.

No comments:

Post a Comment