Wednesday, November 14, 2012

„ფორდ ისკეიპი“ გამოცემა „პოპულარ მექანიკსის“ რჩეულია


Ford Escape named first-ever Popular Mechanics Car Of The Year
14 ნოემბერი
წლის ბოლო მოახლოვდა და მსოფლიოს საავტომობილო, თუ ავტომობილებთან ასეთუისე დაკავშირებულმა გამოცემებმა, წლის ავტომობილის დასახელებას მიჰყვეს ხელი. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი, სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა/ჟურნალი „პოპულარ მექანიკსია“, რომელმაც თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელა.

„პოპულარ მექანიკსის“ ჟიურიმ წლის საუკეთესო ავტომობილად „ფორდ ისკეიპი“ დაასახელა. ჟიურის შეფასებით, ეს არის ფართო, კოხტა და პრაქტიკული ავტომობილი. ამასთან, ჟურნალი აღნიშნავს, რომ მისმა რედაქტორებმა, ამ ავტომობილს, სხვადასხვა კატეგორიებში მაღალი შეფასება დაუწერეს. სამწუხაროდ, გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რომელმა ავტომობილებმა დაიკავეს შემდგომი ადგილები.
„პოპულარ მექანიკსმა“ ასევე გამოაქვეყნა მის მიერ შერჩეულ სხვადასხვა კატეგორიებში საუკეთესოდ აღიარებული ავტომობილების სია. კატეგორიაში მართვით მიღებული სიამოვნება, საუკეთესოდ კუპე „სუბარუ BRZ/ტოიოტა GT86/საიონ FR-S“ დასახელდა, სპორტულებში - „შევროლე კამარო ZL1“, გადამზიდებში - „დოჯ რემ 1500“, ლუქსებში - „კადილაკ ATS“, დიზაინში - „SRT ვაიპერი“, მოქნილობის ასპექტში - „ნისან პატფაინდერი“, ტექნიკურ ინოვაციაში - ელექტრომობილი „ტესლა მოდელ S“, ღირებულება/ფასზე - „ჰიუნდაი ელანტრა GT“, საწვავის ეკონომიურობა - „ტოიოტა პრიუს C“.

No comments:

Post a Comment