Saturday, November 17, 2012

ფეტელი ისევ პირველია...

Vettel takes pole for U.S. Grand Prix
17 ნოემბერი
სებასტიან ფეტელმა ამერიკის დიდი პრიზის სამივე პრაქტიკა და კვალიფიკაციაც მოიგო და ახლა ისღა დარჩენია, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს მესამე ტიტულს, ან ბრაზილიაში ჩასვლამდე გაინაღდოს ის. მის მოკავშირედ უნებურად იქცა ლუის ჰამილტონი, ვინც არ მალავს ალონსოსადმი თავის სიმპატიებს, მაგრამ ჯერჯერობით, მეორე უსწრაფესი ისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერნანდო ალონსოს შანსები კიდევ უფრო შემცირდება.
თუმცა, კვალიფიკაციაზე მის მიერ ნაჩვენები მეცხრე დრო და ფეტელთან თითქმის წამნახევრიანი ჩამორჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ესპანელს ჩემპიონატის მოგების მიზერული შანსი რჩება. და მაინც, ამ სეზონს გასულ 18 რბოლაში არაერთი სიურპრიზი შემოუთავაზებია და არავინ იცის, ოსტინის ტრასაზე რბოლაში რა მოხდება...

მართალია, ფეტელმა მხოლოდ 0.109 წამით აჯობა ჰამილტონს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გერმანელი კვალიფიკაციის ყველა ნაწილში, თავის მეტოქეებს ერთი თავით სჯობდა. თუმცა, ჰამილტონი მას თანდათან უახლოვდებოდა და ბოლოს ასეთი მცირე სხვაობით წააგო. ალონსომ კი თავის თანაგუნდელ ფელიპე მასასთანაც წააგო, რაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. მართალია, ალონსოს მეცხრე შედეგი ჰქონდა, მაგრამ სტარტზე მერვე იქნება, რადგან კოლოფის შეცვლის გამო, სტარტზე ხუთი ადგილით დაქვეითდება რომენ გროჟანი. სხვათა შორის, ფრანგმა მეოთხ დროით გამოიჩინა თავი.
„იმაზე დაძაბული ბრძოლა გვქონდა, ვიდრე ვისურვებდი. მაგრამ მთავარია, რომ პირველი ვარ და ტრასის სუფთა მხარეს დავდგები“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც ამ სეზონში მეექვსე კვალიფიკაცია მოიგო, სულ კი 36 აქვს მოგებული.

აშშ-ის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:35.657
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:35.766
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:36.174
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:36.587
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:36.708
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:36.794
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:36.937
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:37.141
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:37.300
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:37.842
- - - - - - - - - -
11. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                      1:37.604
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:37.616
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:37.665
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)         1:37.879
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                       1:38.206
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                      1:38.437
17. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:38.501
- - - - - - - - - -
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)    1:39.114
19. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                         1:40.056
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:40.664
21. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)               1:40.809
22. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)            1:41.166
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)              1:42.011
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:42.740

No comments:

Post a Comment