Saturday, November 17, 2012

ძრავის ბლოკი სამგზავრო ჩანთაში

Ford's 1.0L EcoBoost engine makes the journey to LA... in a carry-on bag
17 ნოემბერი

რა საჭიროა ძრავის ბლოკი ჩანთაში? მითუმეტეს, თუ ის საავტომობილო გამოიფენაზე მიგაქვს? თანაც, როდესაც ის ისეთ მსხვილ ავტომწარმოებელს მიაქვს, რომელსაც იმავე გამოფენაზე რამდნიმე ავტომობილი ეყოლება? ხომ შეიძლებოდა, იმავე ავტომობილებით გადაეტანა ეს ძრავი, ან იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლითაც ავტომობილი გადაიტანა? რა თქმა უნდა! მაგრამ „ფორდმა“ გადაწყვიტა, რომ ასეთი უცნაური სარეკლამო ერთჯერადი აქცია განეხორციელებინა...


მოტივს ალბათ მიხვდით - სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტი“ რამდენადაც პატარაა, იმდენად ეფექტურიცაა. ფოტოებზე რომ იმ ჩანთას ამოწმებენ, რომელშიც ამ ძრავის ბლოკი დევს, ისინი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის დეტროიტიდან ლოს ანჯელესისკენ გაემგზავრა. და როგორც ლითონისგან დამზადებულ ყველა სხვა ნივთს, ისიც რენტგენის სხივებზე გაატარეს...


და რა უნდა სამცილინდრიან 1.0-ლიტრიან ძრავს ლოს ანჯელესში? ამერიკელები ხომ ასეთი ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებს დასცილიან? საქმე ისაა, რომ საწვავზე ფასების გაძვირებამ, მცირელიტრაჟიანი ავტომობილები და ძრავები ამერიკელებსაც შეაყვარა. და „ფორდმაც“ გადაწყვირა, ეს საოცარი აგრეგატი, რომელთან ერთადაც, მყიდველს რამდენიმე ტექნოლოგიურ სიახლესაც სთავაზობს, ამერიკელებსაც გააცნოს და შემდეგ მიჰყიდოს.


No comments:

Post a Comment