Saturday, November 17, 2012

მარანელოში F70 ტესტებისას „გამოიჭირეს“

Ferrari F70 spotted in heavy camo around Maranello
17 ნოემბერი
ამ ავტომობილს დეტროიტის მოტორ შოუზე ელოდნენ, მაგრამ „ენცოს“ შემცვლელი ამერიკის საავტომობილო დედაქალაქს გვერდს აუვლის და მისი პირველი ოფიციალური ჩვენება ჟენევაში ჩატარდება. თუმცა მანამდე მას ერთგულ მყიდველს, პრივატულ შეხვედრაზე უჩვენებენ. ოღონდ, ეს ყველაფერი ჯერ მაინც მხოლოდ ვარაუდებია.
ჟენევა იმიტომ, რომ ამ ფოტოზე გამოსახული ავტომობილი ჯერაც კარგადაა შენიღბული. დაახლოებით იმ დონეზეა, როგორც ზაფხულში იყო. ანუ, სატესტო კილომეტრები ბლომად აქვს გასავლელი. დეტროიტამდე ბევრი დრო არაა - ფრაკში გამოწყობა ვერ მოესწრება, მაგრამ აქ სხვა ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი...
საქმე ისაა, რომ „ფერარის“ მთავარ აღმასრულებელ ლუკა დი მონტეძემოლოს ნათქვამი აქვს, რომ ახალ „ენცოს“ ამ წლის ბოლოსთვის გაგვაცნობენ. რომ ეს იქნება მისი კომპანიის ისტორიაში პირველი ჰიბრიდული ავტომობილი. და მას ისევ ძალიან შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ.
ოღონდ, კაცმა არ იცის, დი მონტეძემოლო რას გულისხმობდა, როდესაც ამას ამბობდა - გაცნობა ავტოგამოფენაზე მოხდბა, თუ პრივატულ ჩვენებაზე, რომელსაც მხოლოდ პოტენციური მყიდველები დაესწრებიან...

No comments:

Post a Comment