Saturday, November 17, 2012

„ჰიუნდაი ველოსტერ ტურბო“ ესპანურენოვანი „იესპიენის“ წლის რჩეულია


Veloster Turbo Named Best Sports Car by Ruedas ESPN
17 ნოემბერი
„რუედას იესპიენმა“, წამყვანმა ესპანურენოვანმა საავტომობილო რადიოშოუმ, წლის საუკეთესო სპორტულ ავტომობილის წოდება, „ჰიუნდაი ველოსტერ ტურბოს“ მიანიჭა. ეს შოუ ამერიკის 48 რადიოსადგურის მიერ კვირაობით, ორი საათის განმავლობაში გადაიცემა ხოლმე და უამრავ მსმენელს იზიდავს.

რაც შეეხება „ველოსტერ ტურბოს“, ის ბაზარზე 2011 წლიდანაა და ამ დროის განმავლობაში, არაერთი აღიარება დაიმსახურა. ავტომობილი კართა არასიმეტრიული განლაგებით გამოირჩევა - მძღოლის მხარეს მხოლოდ ერთი კარი აქვს - საპირისპირო მხარეს კი - ორი. ავტომობილი აღჭურვილია GDI ტურბო ძტავით, რომელიც 201 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კილომეტრის გასავლელად, 6.0 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
„რუედას იესპიენის“ ხაიმე ფლორესი ამბობს, რომ „ველოსტერ ტურბოს“ აქვს ყველაფერი, რაც ამ ტიპის სპორტულ კუპეს უნდა ჰქონდეს. კონკურსი მეათედ ჩატარდა, მის ჟიურიში კი მონაწილეობა 16-მა გამოცდილმა საავტომობილო ექსპერტმა მიიღო, რომლებმაც საუკეთესო ავტომობილები 12 კატეგორიაში გამოავლინეს. ამასთან, ყოველ კატეგორიაში რამდენიმე ავტომობილი იყო ნომინირებული.
„გვიხარია, რომ ჟიურიმ საუკეთესო სპორტული ავტომობილის წოდება მოგვანიჭა. „ველოსტერ ტურბო“ უნიკალური დიზაინით გამოირჩევა - კართა ასიმეტრიული განლაგება აქვს, მის ძრავს კი საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა და ორსეგმენტიანი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ყველაფერი ეს კი სპორტული კუპეების მყიდველს ძალიან იზიდავს“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ წარმოების დაგეგმვის დირექტორი სკოტ მარგასონი.
„ველოსტერ ტურბო“ არის ძიერი და დინამიური ავტომობილი, რომლის მართვაც მის მფლობელებს სიამოვნებას ანიჭებს. მის სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის ტყავის სავარძლები, რომლებსაც გამათბობლები ემსახურება. ამასთან, ავტომობილს ჩვეულებრივი „ველოსტერისგან“, სპეციალური აეროდინამიკური პაკეტი სგამოარჩევს.

No comments:

Post a Comment