Saturday, November 10, 2012

„ფორდ ფიუჟნის“ უსაფრთხოებამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა


2013 Ford Fusion nabs IIHS Top Safety Pick
10 ნოემბერი
ამერიკის ავტომაგისტრალზე უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS) მეორე თაობის „ფორდ ფიუჟნს“ უმაღლესი შეფასება მიანჭა. ეს ამ ავტომობილის ზედიზედ მეორე მსგავსი აღიარებაა. ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ „ფიუჟნის“ მძღოლის და მგზავრები მაქსიმალურად დაცულნი არიან როგორც წინიდან, ასევე გვერდიდან შეჯახებისას. მანქანამ საუკეთესო შეფასება მიიღო სახურავის გამძლეობის ტესტირებისას, ასევე სავარძლის დინამიური საკისრეების ტესტირებისას.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ცისფერი ოვალის საშუალო ზომის სედანი, უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მათში შედის რვა აირბალიში, უსაფრთხოების პერსონალური სისტემა და ღვედის ახალი ტექნოლოგია. მანქანამ მაღალი შეფასება, უკნიდან შეჯახებისა და გადაყირავების ტესტების შემდგაც დაიმსახურა.
ფოტოზე გამოსახულია სახურავის ტესტირება, რომელიც გადაყირავების შემთხვევაში, სალონის დაცულობის ხარისხს იკვლევს. ამ ტესტის დროს, მანქანის სახურავის გვერდითა კუთხეზე, მუდმივი სიჩქარით ხდება თითქმის რვატონიანი ზეწოლა. სანამ სახურავი 5 დუიმით ჩაიღუნება, იზომება ზეწოლის ძალა, რის შემდეგაც ხდება მისი მანქანის წონაზე გაყოფა. ასე დაიანგარიშებენ სიმტკიცის წონასთან ფარდობას. მეორე თაობის „ფიუჟნის“ შემთხვევაში, ეს ფარდობა 5.14 გამოდგა, რაც მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, პირველი თაობის „ფიუჟნზე“ ეს ფარდობა 4.78 იყო. „ჰონდა აკორდის“ მაჩვენებელი 4.99-ია, „სუბარუ ლეგასისა“ კი - 4.95.
„ფორდის“ განმარტებით, უსაფრთხოების პერსონალური სისტემა, კომპონენტების რთული ქსელისგან შედგება, რომელიც აირბალიშების გახსნას და ღვედების დაჭიმვას, შეჯახების ძალის შესაბამისად არეგულირებს. ავარიის სპეციალური სენსორებისგან მიღებულ ინფორმაციას, უმოკლეს დროში გადაამუშავებს ელექტრონული ტვინი, რომელიც შესაბამის ბრძანებას ორსაფეხურიან აირბალიშების და ღვედების მართვის სისტემებს უგზავნის.
„ახალი „ფიუჟნი“ კიდევ ერთი ნიმუშია იმისა, რომ „ფორდის“ პროდუქცია უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ IIHS ამ მიმართლებით ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოს ასეთ მაღალ შეფასებას აძლევს“, - ამბობს ამერიკული კომპანიის უსაფრთხოების ოფისის გლობალური დეპერტამენტის დირექტორი სტივ კენერი.

No comments:

Post a Comment