Saturday, November 10, 2012

სრულიად ახალი „მაზერატი კვატროპორტე“

All-New 2013 Maserati Quattroporte Officially Revealed
10 ნოემბერი
„მაზერატი“ თავის ლუქს სპორტ სედან „ქვატროპორტეს“ მეექვსე თაობის მოდელის მსოფლიო პრემიერას დეტროიტის მოტორ შოუზე გეგმავს, თუმცა პრემიერამდე კარგა ხნით ადრე, ამ ავტომობილის ფოტოები გამოაქვეყნა. ამასთან, სხვა ინფორმაცია თავისი ფლაგმანის შესახებ, რომლითაც კონკურენცია მე-7 სერიის „ბეემვეს“, „იაგუარ XJ-ს“ და „მერსედეს-ბენცის“ S-კლასს უნდა გაუწიოს, საიდუმლოდ შეინახა.

მართალია, მონაცემები არ გამოქვეყნებულა, თუმცა ფოტოებიდან ჩანს, რომ ახალი „კვატროპორტე“ წინამორბედზე გრძელია. რაც შეეხება სტილს, ის წინამორბედის ევოლუციური ვერსიაა. ამასთან, ავტომობილი მნიშვნელოვნად დაიხვეწა და ელეგანტური გახდა.
„მაზერატის“ დიზაინის ცენტრის შეფი ლორენცო რამაჩორი ამბობს: „ახალი „კვატროპორტეს“ სტილი, „მაზერატის“ დიზაინის პრინციპების შესაბამისად დაიბადა: ფორმების ჰარმონია, ხაზების დინამიზმი და იტალიური ელეგანტურობა. ის უფრო დიდია, ვიდრე წინა მოდელი. მოკლედ, ახალი „კვატროპორტე“ არის დახვეწილი და ელეგანტური, რომელიც მის სპორტულ სტილსაც უსვამს ხაზს“.
მართალია, ახალი „კვატროპორტე“ ზომებში გაიზარდა, მაგრამ ის ალბათ წინაზე მსუბუქი იქნება, რადგან მისი წარმოებისას, იტალიური კომპანია უხვად გამოიყენებს ალუმინის შენადნობს და სხვა მსუბუქ მასალებს, მაგალითად, კარბონის კომპოზიტს. ყოველივეს წყალობით კი ავტომობილის საწვავის ხარჯი მოიკლებს.
სალონი, ისევე როგორც ექსტერიერი, დახვეწილი და ელეგანტურია. ოღონდ, ლუქს კლასის ავტომობილებისგან განსხვავებით, სალონში მინიმალიზმი იგრძნობა. თუმცა, ეს მდიდრულობას ეჭვის ქვეშ ოდნავაც არ აყენებს. მითუმეტეს, სივრცე გაზრდილია. რაც მთავარია, სალონი ძვირფასი ხისა და ტყავის მასალითაა გაწყობილი.
რაც შეეხება ძრავებს, იტალიური კომპანიის განცხადებით, ისინი სრულიად განახლებულია. იმავე ძრავებს, „მაზერატი“ მოგვიანებით სხვა მოდელებზეც გამოიყენებს. ახლანდელ ძრავებთან შედარებით, ისინი უფრო მძლავრები, ეკონომიურები და ეფექტურები იქნება. ჯერ დადასტურებული არაა, მაგრამ შესაძლოა, ძრავების გამაში V6 აგერგატიც გამოჩნდეს. ავტომობილი, რა თქმა უნდა, უკანაამძრავიანი იქნება, თუმცა მყიდველს ასევე სრულამძრავიან ვერსიასაც შესთავაზებენ.
„მაზერატის“ მთავარი აღმასრულებელი ჰარალდ ვესტერი ამბობს, რომ „კვატროპორტეს“ გარდა, მისი კომპანია მალე მყიდველს კიდევ ორ ახალ ავტომობილს შესთავაზებს. მათგან ერთი იქნება საშუალო ზომის სედანი „გიბლი“, მეორე კი ქროსოვერი სახელად „ლევანტე“. ვესტერის თქმით, მისი კომპანიის უახლოეს გეგმებში, წლიური გაყიდვების 50 000 ერთეულამდე გაზრდა შედის.

No comments:

Post a Comment