Saturday, November 10, 2012

რაიკონენი უფრო მეტს გვპირდება

Kimi Raikkonen promises Abu Dhabi win is just the start
10 ნოემბერი
აბუ დაბიში გამარჯვების შემდეგ, კიმი რაიკონენს მადა გაეხსნა. ყოველ შემთხვევაში, ფინელი პილოტი თავის ფანებს პირდება, რომ მისგან და „ლოტუსისგან“ უფრო მეტია მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი ფ1-ში ამ სეზონში დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ აბუ დაბიმდე მოგება არ ჰქონდა, მაინც ტიტულის მაძიებელთა შორის იყო. გამარჯვების შემდეგ კი ჩემპიონობის შანსი დაკარგა. აბუ დაბიში მოპოვებული დიდი პრიზი, ფ1-ში მის მიერ მოპოვებული მე-19 გამარჯვებაა.

„ეს გამარჯვება შესანიშნავი საშუალებაა იმის დასამტკიცებლად, რომ „ლოტუსმა“ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც კონტრაქტი გამიგრძელა. მთელი სეზონის განმავლობაში, ყველას არაერთხელ დავანახეთ, ერთად რამდენად სწრაფები ვართ. აბუ დაბიში კი დავამტკიცეთ, რომ მოგებაც შეგვიძლია. და ეს გამონაკლისი შემთხვევა არაა. უფრო მეტს ელოდეთ, ამას მე გპირდებით“, - ამბობს რაიკონენი, ვინც „ლოტუსთან“ კონტრაქტი ერთი წლით, სწორედ აბუ დაბის რბოლამდე გააგრძელა.
ფინელმა პილოტმა ამ სეზონში ექვსი რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა. აბუ დაბიში კი მასზე მეშვიდედ ავიდა და მისი უმაღლესი საფეხური დაიკავა. ის თვლის, რომ ეს გამარჯვება ლოგიკური შედეგია იმ მონდომებისა, რომელსაც „ლოტუსი“ მთელი სეზონის განმავლობაში ავლენს.
„ჩვენ დანებება არ გვჩვევია. გვქონდა პერიოდი, როდესაც მანქანის ახალმა დეტალებმა ისე ვერ იმუშავა, როგორც ველოდით. პრაქტიკების დროს სწორედ ამ დეტალების ტესტირება გვიწევდა, რაც რბოლისთვის მზადების პროცესს ახერხებდა. კორეასა და ინდოეთში ახალი გამოსაბოლქვი სისტემა გამოვცადეთ, აბუ დაბიში კი ამის შედეგად, სწრაფი მანქანა მივიღეთ. პრაქტიკებზე ათეულს მიღმა ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ კვალიფიკაციის სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, რბოლაში კარგი შანსი მექნებოდა. მთელი სეზონის განმავლობაში, კვალიფიკაცია ჩვენი სისუსტე იყო, მაგრამ ამჯერად, ყველაფერი კარგად დასრულდა“, - დასძენს რაიკონენი.

No comments:

Post a Comment