Monday, November 19, 2012

„რედ ბული“ ბრაზილიაში ახალ გენერატორს გამოიყენებს

Red Bull will use new-spec alternator in Brazil
19 ნოემბერი
ოსტინის რბოლისას მარკ ვებერის გაჩერება იმ სიმპტომის შედეგი იყო, რომელიც „რედ ბულს“ ამ სეზონში ხშირად ანერვიულებს. ავსტრიული საჯინიბოს მანქანებზე უკვე სამჯერ გაფუჭდა გენერატორი, რომელიც „რენოს“ ძრავის და ელექტრონული სისტემების მუშაობას უზრუნველყოფს.
როგორც ირკვევა, ფრანგულ კომპანიას ახალი გენერატორი უკვე შემუშავებული აქვს და მას სხვა გუნდები იყენებენ კიდეც. ამასთან, „რენომ“ გამოაცხადა, რომ გენერატორს საიმედობაზე ყველანაირი ტესტი უკვე გავლილი აქვს. მაგრამ „წითელი ხარები“ ახალი გენერატორის გამოყენებაზე აქამდე უარს ამბობდნენ.
და აი, ვებერის ინციდენტმა, მათაც გადააწყვეტინა, რომ სეზონის ბოლო ეტაპზე, რომელსაც ბრაზილიის ქალაქ სან პაულუს ინტერლაგუშის ავტოდრომი უმასპინძლებს, ისინიც ახალ გენერატორებს დააყენებენ. ამის თაობაზე, ჟურნალ „ავტოსპორტს“ ფრანგული კომპანიის ტრასის მიღმა ოპერაციების შეფმა რემი ტაფენმა განუცხადა: „ეს ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გენერატორის ახალი მოდიფიკაცია უკვე მომზადებული, რომელსაც ტესტების სრული პროგრამა უკვე გავლილი აქვს“.
კითხვაზე, აქამდე „რედ ბული“ ახალ გენერატორს რატომ არ იყენებდა, ტაფენი პასუხობს: „ალბათ იმიტომ, რომ ისინიც ადამიანები არიან და ადამიანებს კი ზოგჯერ გარკვეული წინათგრძნობა აქვთ ხოლმე. ეს გუნდური გადაწყვეტილება იყო, რის გამოც გადავწყვიტეთ, რომ მისი გამოყენებისგან დროებით თავი შეგვეკავებინა. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალ გენერატორს გაცილებით ცოტა მანძილი ჰქონდა გავლილი და არავინ იცოდა, როდის გამოვა მწყობრიდან. ალბათ, ეს გადაწყვეტილება ძნელად გასაგებია, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობ, ყველაფერს ითვალისწინებ. დაახლოებით ისეთი რამ ხდება, როგორც მაღაზიაში არჩევანის დროს - ერთი რამ უფრო მოგწონს, მეორე კი უფრო გინდა. და გადაწყვეტილებას ან გონება გკარნახობს, ან - გული“, - დასძენს ტაფენი.
მისი თქმით, „რენოს“ სხვა კლიენტმა გუნდებმა ამერიკაში ისე გამოიყენეს, ერთი პრობლემაც არ შექმნიათ. ამიტომ, ბრაზილიაში მასთან დაკავშირებით შიშები არც „რედ ბულს“ უნდა ჰქონდეს.

ასევე წაიკითხეთ

დათა ქაჯაიას პირველი გამარჯვება ევროპაში!

No comments:

Post a Comment