Monday, November 19, 2012

ახალი „ფორდ ტრანზიტ კონექტი“


Ford Releases New 2014 Transit Connect Wagon in Two Wheelbase Lengths
19 ნოემბერი
პარიზის მოტორ შოუს წინ, ამსტერდამში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც თან თავისი ახალი კორპორატიული დევიზი - „გოუ ფართერ“ აახლა, „ფორდმა“ საზოგადოებას პირველად უჩვენა მეორე თაობის მსუბუქი ფურგონი „ტრანზიტ კონექტ ვეგონი“. ამ ავტომობილის მოკლე და გრძელბაზიან ვერსიებს, ცისფერი ოვალი მერმისს კანადის და ამერიკის ბაზრებზე შეიტანს.

ამ ავტომობილის მინიმალური ტვირთამწეობა 544 კილოგრამია, მაგრამ შესაფერისი ეკიპირების შემთხვევაში, ტვირთამწეობა 907 კილოგრამამდე იზრდება. ეს კი ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილ უგზოობის „ტოიოტა ჰაილენდერის“ ტვირთამწეობაზე დაახლოებით 227 კილოგრამით მეტია.
„ტრანზიტ კონექტი“ მამოძრავებელ ბენზინზე მომუშავე 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი, ან 1.6-ლიტრიანი „ეკობუსტ ტურბოსგან“ ღებულობს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, 100 კილომეტრის გასავლელად 7.8 ლიტრი ბენზინია საკმარისი. სტანდარტულ ეკიპირებაში. ორივე ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული. ჯერჯერობით, „ფორდ“ ახალი „ტრანზიტ კონექტის“ დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებეს.
ახალი „ტრანზიტ კონექტის“ ორივე უკანა კარი გრძივად იღება. სალონში სავარძლების სამ რიგად განლაგებაა შესაძლებელი. განლაგების ფორმულაა 2+3+2. ამასთან, შუა რიგში შეიძლება ერთი სავარძლის დაკეცვა და მაგიდად გამოყენება. უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი საბარგულის მოცულობა იზრდება. მყიდველს შეუძლია აარჩიოს ერთი მთლიანი უკანა კარი, რომელიც ქვემოდან ზევით იხსნება, ან სიმეტრიულად გაყოფილი კარი, რომლის ორივე ნაწილი გვერდზე ისხნება.
ოპციის სახით, მყიდველს შესთავაზებენ მთლიანად გამჭვირვალე სახურავს, უკანა ხედვის კამერას, ტყავით, ან ვინილით გაწყობილ სავარძლებს, SYNC ინფოტაინმენტ სისტემას, რომელშიც 6.5-დუიმიანი მონიტორი შედის და რომელშიც სანავიგაციო სისტემაცაა გაერთიანებული.

No comments:

Post a Comment