Tuesday, November 13, 2012

„ტოიოტა“ ახალ „სუპრას“ და MR2-ს ხუთ წელიწადშ გამოუშვებს?


Toyota planning Supra, MR2 successors within five years?
13 ნოემბერი
ერთ დროს, „ტოიოტას“ სამოდელო გამაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი, „სელიკას“ ბაზაზე შექმნილი კუპე „სუპრა“ იყო, რომელიც მესამე თაობიდან (1986 წელს გამოვიდა), დამოუკიდებელ მოდელად იქცა. თუმცა, 2002 წელს მისი წარმოება შეწყდა და მას აქეთ, ამ ავტომობილის თაყვანისმცემლები შემცვლელს ამაოდ ელიან.

რამდნიმე წლის წინ, იაპონურმა კომპანიამ პირველად გვიჩვენა კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი FT-HS (ფოტოზე), რომელიც მაშინვე სწორედ „სუპრას“ შემცვლელის წინამორბედად მიიჩნიეს, მაგრამ გავიდა წლები, ის თითქმის ყველა პრესტიჟული გამოფენის დამთვალიერებლებს წარუდგინეს, მაგრამ სერიულ ავტომობილად არა და არ იქცა.
შარშან ამერიკულმა გამოცემა „მოტორ ტრენდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3.5-ლიტრიანი V6 ძრავით აღჭურვილ „სუპრას“ „ტოიოტა“ 2015 წელს გამოუშვებდა. სწორედ მაშინ, იაპონურმა კომპანიამ, „სუბარუსთან“ ერთად შემუშავებული GT86-ის წარმოება დაიწყო. აშკარა იყო, რომ თუ ამ ავტომობილს ბაზარზე წარმატება ექნებოდა, მაშინ „ტოიოტა“ მწვანე შუქს „სუპრასაც“ აუნთებდა.
ამ ერთი წლის განმავლობაშ, კონცეპტუალური FT-HS გამოფენებზე ისევ გამოჩნდა, „მოტორ ტრენდმა“ კი გვახარა, რომ ავტომობილს 400-ცხენისძალიანი ძრავით და უსაფეხურო ვარიატორით აღჭურვავენ. მოკლედ, ჯერ მისი წარმოების გადაწყვეტილება მიღებული არ იყო და „სუპრა“ უკვე ჰიტადიქცა...
და აი, აზიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიღებულია! - ინტერნეტ გამოცემა „ეიჟა ვან“ (აზია ერთი) ირწმუნება, რომ ახალი „სუპრას“ წარმოება უკვე გარდაუვალია. გამოცემასთან საუბრისას, „ტოიოტას“ მთავარმა ინჟინერმა ტეცუია ტადამ განაცხადა, რომ კომპანიის პრეზიდენტ აკიო ტოიოდასგან პირადა მიიღო დავალება, რომ „სუპრას“ შემცვლელი, რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს კონვეიერზე.
უფრო მეტიც, GT86 პირველი მერცხალია, რომელსაც „სუპრას“ გარდა, უფრო პატარა სპორტქარი - MR2-ის მსგავსი უნდა მოჰყვეს. მთავარი ინჟინერი იმასაც განმარტავს, თუ რამ გადააწყვეტინა მის კომპანიას სპორტული ავტომობილების გამის გაფართოება. მისი თქმით, „მწვანე ავტორიტეტის“ გარდა, „ტოიოტას“ ტემპერამენტიანი ავტომობილების მწარმოებლის იმიჯიც სჭირდება. ტადამ განაცხადა, რომ ორივე ახალი სპორტული ავტომობილის წარმოებისთვის მომზადებას, დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება. ოღონდ, მას არ დაუზუსტებია, პირველი „სუპრა“ იქნება, თუ პატარა სპორტქარი.

No comments:

Post a Comment