Tuesday, November 20, 2012

„აუდი“ ქროსოვერ-კუპე Q8-ზე მუშაობს

Audi Working on Q8 Luxury Crossover-Coupe
20 ნოემბერი
ლუქს სეგმენტში მომუშავე გერმანული კომპანიები გამალებით ცდილობენ ბაზრის ყველა ნიშის შევსებას. ლამის ყოველწლიურად, ისინი მყიდველს ახალ-ახალ პროდუქტს სთავაზობენ. სადამდე გაგრძელდება მათი მარკეტოლოგების საზრიანობა და როდის ამოიწურება მათი ფანტაზიის წყარო, ძნელი სათქმელია. მაგრამ სანამ ეს მოხდება, „აუდი“ თავის მყიდველს კიდევ ერთ ახალ პროდუქტს - ქროსოვერ-კუპე Q8-ს შესთავაზებს.
ეს იქნება Q-გამის მერვე ავტომობილი, რითაც ეს გამა რაოდენობით A-გამას გაუთანაბრდება. ახალ ავტომობილს უკვე აუნთეს მწვანე შუქი. ეს იქნება დიდი ქროსოვერი „კვატროს“ შესაძლებლობებით და კუპესთან მიახლოებული სტილის ძარით. ეს ავტომობილი, გამაში შემდეგი თაობის Q7-ზე მაღლა დაიკავებს ადგილს. Q8 ლუქსის კლასისთვის შესაფერისი ყველანაირი დამხმარე და გასართობი საშუალებით აღიჭურვება.
ბრიტანული ჟურნალი „ქარ“ ირწმუნება, რომ ინგოლშტადტელებმა Q8 უკვე უჩვენეს თავიანთ ერთგულ მყიდველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათგან კარგი გამოხმაურება მიიღეს. მათი რეაქცია იმდენად კარგი იყო, რომ „აუდი“ წლიურად დაახლოებით 25 000 Q8-ს გაყიდვას იმედოვნებს.
Q8 „ფოლკსვაგენის“ სრულიად ახალ მოდულურ პლატფორმა MLB-ზე აიგება, რომელსაც ასევე შემდგი თაობის „ფოლკსვაგენ ტუარეგის“, „პორშე კაიენის“ და „აუდი Q7-სთვისაც“ გამოიყენებენ. ალუმინის უხვად გამოყენების წყალობით, Q8 ახლანდელ Q7-ზე დაახლოებით 300 კილოგრამით მსუბუქი იქნება.
მაგრამ ცუდი ისაა, რომ „აუდი“ Q8-ს 2017 წელზე ადრე ვერ გამოუშვებს.


ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html

No comments:

Post a Comment