23 სექტემბერი
სინგაპურმა
ტიტულისთვის ბრძოლაში ბევრი რამ შეცვალა: თუ დღემდე ფერნანდო ალონსოს უმთავრესი მეტოქე
ლუის ჰამილტონი იყო, ამიერიდან პირველი მდევრის როლში სებასტიან ფეტელი
მოგვევლინა, რომელიც ლამის თავადვე აღიარებდა, რომ ტიტულისთვის ბრძოლის შანსები
შეუმცირდა. თუმცა ფაქტია - სინგაპურში გამარჯვების შემდეგ, სწორედ ჩემპიონმა
გადაინაცვლა მეორეზე და თუ მანამდ ალონსო ჰამილტონს 37 ქულას უგებდა, ახლა გერმანელს
29 ქულით უსწრებს.
ისე, ალონსოსთვის
რა მნიშვნელობა აქვს, ვის უსწრებს. მთავარი ისაა, რომ მისი უპირატესობა მორიგი 8 ქულით
შემცირდა. რაც შეეხება ჰამილტონს, უიღბლობამ ის ორი საფეხურით ჩამოაქვეითა და რაც
მთავარია, ახლა ლიდერისგან თითქმის მიუწვდომელ, 52 ქულის „სავალზეა“. ანუ, მან რომ
ორი რბოლა მოიგოს და ორივეში ალონსო უქულოდ დარჩეს, ესპანელი მაინც 2 ქულით წინ
იქნება...რა თქმა უნდა, დარჩენილ 6 ეტაპზე შეუძლებელი არაფერია და ჰამილტონს უკვე შემდეგ ეტაპზე - იაპონიაში (7 ოქტომბერს) შეუძლია ამ ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ იმისათვის, რომ ალონსოს დაეწიოს, ამის ტოტალური უიღბლობა სჭირდება. მოკლედ, ესპანელს შეუძლია, ამ ეტაპზე ჰამილტონი მეტოქეთა სიიდან ჩამოწეროს.
სამაგიეროდ,
ფეტელს ამჯერად ტექნიკამაც არ უმტყუნა და თავადაც პრაქტიკულად უშეცდომოდ იასპარეზა
მთელი ორი საათის განმავლობაში და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. მან თითქმის
9 წამით აჯობა ჯენსონ ბატონს და ამით, „მაკლარენის“ პილოტების სამრბოლიანი
წაუგებელი სერია შეწყვიტა. რაც მთავარია, ზედიზედ მესამე ტიტულის მოპოვების შანსი აღიდგინა.
უნდა ითქვას, რომ 9-წამიაინი უპირატესობა შეიძლება ბევრად არ გეჩვენოთ, მაგრამ აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ორჯერ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რამაც პელოტონის რიგები შეავიწროვა. მეორედ ეს მაშინ მოხდა, როდესაც დისტანციის ორი მესამედი გავლილი იყო - ფინიშამდე 21 წრით ადრე, ერთმანეთს მიხაელ შუმახერი და ჟან-ერიკ ვერნი დაეჯახნენ, რასაც ტრასის ნამსხვრევებით დანაგვიანება მოჰყვა. და უსაფრთხოების მანქანამ პელოტონი სამი წრე ატარა. დარჩენილ 18 წრეზე 9 წამის მოგება კი, თანაც „მაკლარენის“ პილოტთან, სერიოზული წარმატებაა.
„შენ
ტიტულისთვის ბრძოლას დაუბრუნდი, გილოცავთ!“ - ასე მიმართა რადიოთი გამარჯვებულს „რედ
ბულის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა. ფეტელი კი ლამის კოკპიტიდან ამოხტა სიხარულით და მისგან
პასუხად მხოლოდ „იეს, იეს“ ისმოდა. გასაკვირი არც არაფერია - მან კიდევ ერთხელ
დაამტკიცა, რომ წინა ორი ტიტული შემთხვევით არ მუპოვებია.უნდა ითქვას, რომ 9-წამიაინი უპირატესობა შეიძლება ბევრად არ გეჩვენოთ, მაგრამ აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ორჯერ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რამაც პელოტონის რიგები შეავიწროვა. მეორედ ეს მაშინ მოხდა, როდესაც დისტანციის ორი მესამედი გავლილი იყო - ფინიშამდე 21 წრით ადრე, ერთმანეთს მიხაელ შუმახერი და ჟან-ერიკ ვერნი დაეჯახნენ, რასაც ტრასის ნამსხვრევებით დანაგვიანება მოჰყვა. და უსაფრთხოების მანქანამ პელოტონი სამი წრე ატარა. დარჩენილ 18 წრეზე 9 წამის მოგება კი, თანაც „მაკლარენის“ პილოტთან, სერიოზული წარმატებაა.
„ეს 10 ქულით მეტია, ვიდრე წინა ჯერზე, სეზონის ბოლომდე კი ბევრი რბოლა გვაქვს. რა თქმა უნდა, ძნელი სათქმელია, რა იქნება ამ რბოლებში, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ვეცად, ყველა მათგანში ფინიშს მივაღწიო. მოვიგებ, თუ ქულებს ავიღებ, ეს სხვა საქმეა“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც სინგაპურის ქუჩებში შარშანაც გაიმარჯვა.
აღსანიშნავია,
რომ პეისკარის ორჯერ გამოსვლის გამო, რბოლის საშუალო ტემპი დაეცა და მისი 61 წრე,
ორსაათიან ლიმიტში ვერ ჩაეტია. საბოლოო ჯამში, ის ორი წრით დამოკლდა. თუმცა, ამ ორ
წრეს, პელოტონის განლაგებაში, ყოველ შემთხვევაში, მოწინავეთა რიგებში, ბევრი
არაფრის შეცვლა შეეძლო.
ბატონმაც
მეორე ადგილი იოლად შეინარჩუნა. მან 6 წამზე მეტით აჯობა ალონსოს. აღსანიშნავია,
რომ ბრიტანელი ესპანელის დაწევის თეორიულ შანსებს ჯერაც ინარჩუნებს, თუმცა
რეალურად, ალონსო მისთვის უკვე მიუღწეველია. ამ ორ პილოტს 75 ქულა აშორებს, რაც
იმას ნიშნავს, რომ ბატონმა სამი ისეთი რბოლა უნდა მოიგოს, რომლებშიც ალონსო უქულოდ
დარჩება. ანუ, დარჩენილი ეტაპებიდან ყოველი მეორე... ეს კი შეუძლებელია!
ტიტულის მაძიებელთაგან, კიდვ ერთის შანსები შემცირდა. ეს კიმი რაიკონენია, რომელიც სინგაპურული უქმეების განმავლობაში, ჩრდილში იმყოფებოდა და ფინიშის ხაზიც ჩრდილში - მეექვსემ გადაკვეთა. ის თავისუფალი პრაქტიკებიდან მოყოლებული, თავისი მანქანის სიჩქარით უკმაყოფილო იყო. და ასევე უკმაყოფილო გაემგზავრა სინგაპურიდან. ამის საფუძველი აქვს - ალონსოს უკვე 45 ქულით ჩამორჩება. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ტიტულის მაძიებელთაგან ის ერთადერთია, ვისაც ჯერ მოგება არ აქვს.
ტიტულის მაძიებელთაგან, კიდვ ერთის შანსები შემცირდა. ეს კიმი რაიკონენია, რომელიც სინგაპურული უქმეების განმავლობაში, ჩრდილში იმყოფებოდა და ფინიშის ხაზიც ჩრდილში - მეექვსემ გადაკვეთა. ის თავისუფალი პრაქტიკებიდან მოყოლებული, თავისი მანქანის სიჩქარით უკმაყოფილო იყო. და ასევე უკმაყოფილო გაემგზავრა სინგაპურიდან. ამის საფუძველი აქვს - ალონსოს უკვე 45 ქულით ჩამორჩება. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ტიტულის მაძიებელთაგან ის ერთადერთია, ვისაც ჯერ მოგება არ აქვს.
დაბოლოს,
ისევ ალონსოს შესახებ. სინგაპურში დაკავებული მესამე ადგილი, მის კარიერაში 81-ე ფინიშია
კვარცხლბეკზე. ამ მაჩვენებლით, მან ლეგენდარული აირტონ სენა ჩამოიტოვა. მართალია,
მისი უპირატესობა ამჯერადაც შემცირდა, თუმცა საბოლოოდ მაინც კმაყოფილი დარჩა:
„კვალიფიკაციაზე
კარგი შედეგი მქონდა, რამაც რბოლისთვის კარგი შანსი მომცა. როდესაც რბოლას უკნიდან
იწყებ, უამრავი პრობლემა გექმნება და ბევრ დროს კარგავ. ძალიან კმაყოფილი ვარ. მთავარი
მეტოქეებიდან, ქულებში ჩამორჩენა მხოლოდ ერთმა შეამცირა. ეს კი კარგია, თუ
გავითვალისწინებთ, რომ არც ისე სწრაფები ვართ“.
ვერაფერს
იტყვი, ალონსო შესანიშნავ სეზონს ატარებს და ის უფრო სრულყოფილი პილოტის შთაბეჭდილებას
ტოვებს, ვიდრე მაშინ, თავისი ორი ტიტული რომ მოიპოვა. და ეს ასეც იქნება, ლიდერობის
ბოლომდე შენარჩუნება რომც ვერ შეძლოს.
დაკიდევ,
ამ სეზონმა ფ1-ს ორი ახალი ვარსკვლავი აჩუქა და ორივე ლათინური ამერიკიდანაა - სერხიო
პერესი და პასტორ მალდონადო. მექსიკელმა იტალიაში გაილაღა და იქ მოპოვებული მეორე
ადგილი მისთვის გამარჯვების ტოლფასი იყო. ვენესუელელი კი სინგაპურის
კვალიფიკაციაზე მეორე უსწრაფესი იყო და მართალია, საბოლოოდ უქულოდ დარჩა, მაგრამ სანამ
ტრასაზე იყო, ტოპ გუნდების პილოტებს ტოლსწორად ებრძოლა. მერე კი მის მანქანას ჰიდრავლიკაში
პრობლემები შეექმნა, რის გამოც ბოქსში უხმეს და იქიდან აღარც გამოუშვიათ...
სინგაპურის დიდი პრიზი
სინგაპური, მარინა
ბეი. დისტანცია 309.316 კმ (5.073 კმ, 61 წრე)
1. სებასტიან
ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 2:00:26.144
2. ჯენსონ
ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:08.959
3. ფერნანდო
ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:15.227
4. პოლ დი
რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 00:19.063
5. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:34.784
6. კიმი
რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 00:35.759
7. რომენ
გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 00:36.698
8. ფელიპე
მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:42.829
9. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 00:45.820
10. სერხიო
პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 00:50.619
11. მარკ
უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 01:07.175
12. ტიმო
გლოკი (გერმანია, მარუსია) 01:31.918
13. კამუი
კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:37.141
14. ნიკო
ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 01:39.413
15. ჰეიკი
კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 01:47.967
16. შარლ
პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 02:12.925
17. პედრო დე
ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1
წრე
18. ვიტალი
პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 2
წრე
19გ. ბრუნო
სენა (ბრაზილია, უილიამსი) 2
წრე
გ. მიხაელ
შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 21
წრე
გ. ჟან-ერიკ
ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 21 წრე
გ. პასტორ
მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 23 წრე
გ. ნარაინ
კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 29
წრე
გ. ლუის ჰამილტონი
(ბრიტანეთი, მაკლარენი) 37 წრე
შენიშვნა: გ
- გამოეთიშა
უსწრაფესი
წრე: ნიკო ჰულკენბერგი - 1:51.033, 52-ე წრე
მრბოლთა
კლასიფიკაცია
1. ფერნანდო
ალონსო - 194 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 165; 3. კიმი რაიკონენი - 149; 4. ლუის
ჰამილტონი - 142; 5. მარკ უებერი - 132; 6. ჯენსონ ბატონი - 119; 7. ნიკო როსბერგი
- 93; 8. რომენ გროჟანი - 82; 9. სერხიო პერესი - 66; 10. ფელიპე მასა - 51; 11. პოლ
დი რესტა - 44; 12. მიხაელ შუმახერი - 43; 13. კამუი კობაიაში - 35; 14. ნიკო
ჰულკენბერგი - 31; 15. პასტორ მალდონადო - 29; 16. ბრუნო სენა - 25; 17. ჟან-ერიკ
ვერნი - 8; 18. დანიელ რიკიარდო - 6
კონსტრუქტორთა
პირველობა
1. რედ ბულ-რენო
- 297 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 261; 3. ფერარი - 245; 4. ლოტუს-რენო - 231; 5.
მერსედესი - 136; 6. ზაუბერფერარი - 101; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 75; 8. უილიამსრენო
- 54; 9. ტორო როსო-ფერარი - 14
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment