28 სექტემბერი
მაშინვე, როგორც კი ლუის ჰამილტონმა „მერსედესში“
გადასვლის შესახებ გვაუწყა, „მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ გამოთავისუფლებულ ადგილს
სერხიო პერესი დაიკავებს. „ზაუბერის“ მექსიკელ მრბოლთან, რომელმაც ამ სეზონში ორჯერ
შეძლო მეორე ადგილის დაკავება, უოკინგელებმა მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
პერესი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და ფ1-ში მეორე სეზონს ატარებს. მაგრამ მცირე გამოცდილების მიუხედავად, სისწრაფესთან ერთად, სრულიად ჩამოყალიბებული პილოტის თვისებებიც აქვს. ამჟამად, პილოტების კლასიფიკაციაში მეცხრე ადგილზეა. როგორც კი კარგი გამოსვლებით, ყველას ყურადღება მიიქცია, ბევრმა ჩათვალა, რომ მალე მას სკუდერიაში ვიხილავდით, მითუმეტეს, ის „ფერარის“ ახალგზარდა მრბოლთა აკადემიის კურსდამთავრებულია და ახლაც იტალიური კომპანიის წარმოების ძრავით ასპარეზობს.
მაგრამ „ფერარის“ პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ
ხელზე დაიხვია მექსიკელის გამოუცდელობა და განაცხადა, რომ პერესი მისი გუნდისთვის
მზად არაა. სამაგიეროდ, „მაკლარენისთვისაა“ მზად, რომლის შეფმა მარტინ უიტმარშმა
შანსი ხელიდან არ გაუშვა.
„მივესალმები სერხიოს ჩვენთან გადმოსვლას. ის
შესანიშნავ სეზონს ატარებს, რითაც დაგვარწმუნა, რომ ძალიან კარგი მომავალი აქვს. ამ
სეზონში სამჯერ იდგა კვარცხლბეკზე და მონაკოს რბოლაში საუკეთესი წრე ჰქონდა. ეს კი
გვეუბნება, რომ მას სისწრაფეც აქვს და არც მონდომება აკლია“, - განაცხადა უიტმარშმა.
მან ჰამილტონიც მადლიერებით მოიხსენია და განაცხადა, რომ ბრიტანელმა მრბოლმა „მაკლარენის“
ჩემპიონების სიაში, დამსახურებულად დაიკავა ადგილი.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment