Stepped
noses and double-DRS out for 2013
28
სექტემბერი
საერთაშორისო
საავტომობილო ფედრაციამ (FIA-მ) შეიმუშავა ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც გუნდებს
მანქანების კეხიანი ცხვირების სპეციალური ელემენტებით დაფარვის უფლებას აძლევს. ეს
კი იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში, მსგავს სიმახინჯეებს მანქანებზე ალბათ
ვეღარ ვნახავთ.
უფრო
კონკრეტულად, ინჟინრებს უფლება აქვთ, სპეციალური უმნიშვნელო პანელებით დაფარონ ის
საფეხურისებრი წარმონაქმნი, რომელიც შასის მაღალი წინა უკიდურესი ნაწილიდან,
ცხვირის უფრო დაბალ (რეგლამენტით შეზღუდულ) ნაწილზე გადასვლის ადგილში არსებობს.
ეს პანელები არ გააუარესებს ავტომობილის დარტყმისადმი მედეგობას და რაც არანაკლებ
მნიშვნელოვანია, მათი აეროდინამიკური დანიშნულებით გამოყენებაც აკრძალული იქნება.
ახალი რეგლამენტის
3.7.9 მუხლი გუნდებს ავალდებულებს, რომ კეხის დასაფარი პანელი, თუ მისი გამოყენება
გადაწყდა, უნდა იყოს ერთი მთლიანი დეტალი, სეზნის განმავლობაში ის არ უნდა
შეიცვალოს (დაიხვეწოს) და საყრდენი წერტილიდან არ უნდა იყოს 625 მილიმეტრზე მეტით
დაშორებული.
ახალი
რეგლამენტი ასევე ორმაგ DRS-ს ეხება, კერძოდ კი, მის გამოყენებას კრძალავს. ეს
სისტემა პირველმა „მერსედესმა“ შეიმუშავა და მსგავსი სისტემის შემუშავება, მხოლოდ
რამდენიმე, ფინანსურად და ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულმა გუნდმა შეძლო. ამ
სისტემის გარშემო, სეზონის დასაწყისში რამდენიმე გუნდმა პროტესტი გამოთქვა, თუმცა FIA-მ
ის ლეგალურად სცნო. სისტემა უკანა რეგულირებად ფრთას იყენებს და სხვა, რთულ აეროდინამიკურ
ელემენტს რთავს, რაც მანქანის ეფექტურობას აუმჯობესებს.
ახალი
რეგლამენტის 3.18 მუხლის შესაბამისად, უკანა ფრთა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას
რომელიმე ჰაერის ამღების განივკვეთის შესაცვლელად, იქნება ეს პირდაპირი ზემოქმედება,
თუ არაპირდაპირი. სისტემა უნდა მოქმედებდეს მხოლოდ მისთვის დაკისრებული
დანიშნულებისამებრ და არა სხვა სისტემის გასააქტიურებლად.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment