ფეტელის ბრიტანული ტრიუმფი
Formula 1
21 ივნისი
”რედ ბულის” გერმანელი პილოტის, სებასტიან ფეტელის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მერვე ეტაპი - ბრიტანეთის დიდი პრიზი რომელიც სილვერსტოუნის ავტოდრომზე უკანასკნელად ჩატარდა. ფეტელის ეს გამარჯვება შესაძლოა, ჩემპიონატში დიდი გარდატეხის დასაწყისად ჩაითვალოს, რის შემდეგაც, ჩემპიონობისათვის ბრძოლაში, ბრიტანელ ჯენსონ ბატონს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
ბრიტანული ეტაპის წინ, ”რედ ბულმა” თავისი სარბოლი მანქანის საფუძვლიანი მოდერნიზაცია ჩაატარა, რამაც ფეტელს და მის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს მთელი უქმეების განმავლობაში დიდი უპირატესობა მოაპოვებინა. ორივე პილოტი ჯერ კიდევ პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებზე, უსწრაფესი იყო. მართალია, კვალიფიკაციაზე დუბლის შესრულებაში მათ ხელი ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ შეუშალა, მაგრამ რბოლაში ”რედ ბულები” ისევ შეუდარებელნი იყვნენ და მათ ერთმანეთის მიყოლებით, 15-წამიანი ინტერვალით გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. ბარიკელო კი მესამე ადგილს დასჯერდა.
რაც შეეხება ჩემპიონატის ლიდერ ბატონს, მისთვის საშინაო რბოლა, ამ სეზონში ყველაზე წარუმატებლი გამოდგა. კვალიფიკაციაზეც და რბოლაზეც ის მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს.
”დიდი მადლობა ბიჭებო, თქვენ დღეს მე ოცნება ამისრულეთ”, - ფინიშის ხაზის გადაკვეთისთანავე, რადიოთი თავის მექანიკოსებს მადლობა გადაუხადა ფეტელმა, ვინც ბრიტანული ეტაპის შემდეგ, ბატონს 25 ქულით ჩამორჩება. ”აქ გამარჯვებაზე მას შემდეგ ვოცნებობდი, რაც ჩემს ცხოვრებაში პირველ დიდ პრიზს მენსელის ეპოქაში აქ დავესწარი”, - მოგვიანებით, პრეს კონფერენციაზე განაცხადა გამარჯვებულმა.
აღსანიშნავია, რომ რბოლის დასაწყისში, ფეტელი თავის მეტოქეებს წრეზე წამზე მეტს უგებდა. არადა, ლიდერთა ათეულში, მას ყველაზე მძიმე მანქანა ჰყავდა (ყველაზე მეტი ბენზინი ესხა). გერმანელისგან განსხვავებით, მთელი უქმეების განმავლობაში პრობლემები ჰქონდა ბატონს, ვისაც მუდმივად ზედმეტად უხურდებოდა საბურავები და ამის გამო, მის ბოლიდს გზის საფართან ჩაჭიდება არ ჰყოფნიდა.
ბატონმა ცუდი სტარტი აიღო და პირველ მოსახვევამდე სამი პოზიცია დაკარგა. მას დიდი გარჯა და მოთმინება დასჭირდა ამ პოზიციების დასაბრუნებლად, მაგრამ უფრო მეტი ვეღარ შეძლო. ”არა მგონია, დღეს მათი (რედ ბულის) დამარცხება შესაძლებელი ყოფილიყო”, - ნარბოლევს განაცხადა ”ბრაუნ GP-ს” შეფმა როს ბრაუნმა.
მორიგი, მეოთხე რბოლა უქულოდ დაასრულა მოქმედმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა, ვინც ჯერ კიდევ კვალიფიკაციაზე ჩაფლავდა (პირველი სესიაც ვერ გაიარა), რბოლაში კი მხოლოდ ლოკალური პაექრობა ჰქონდა პელოტონის უკანა რიგებში და საბოლოოდ, მე-16 ადგილს დასჯერდა.
ბრიტანეთის დიდი პრიზი
სილვერსტოუნი. დისტანცია 308.355 კმ (5.141 კმ X 60 წრე)
პილოტი (გუნდი) დრო (ჩამორჩენა)
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო) 1:22:49.328
2. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო) + 15.188
3. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი) + 41.175
4. ფელიპე მასა (ფერარი) + 45.043
5. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) + 45.915
6. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი) + 46.285
7. იარნო ტრული (ტოიოტა) + 1:08.307
8. კიმი რაიკონენი (ფერარი) + 1:09.622
9. ტიმო გლოკი (ტოიოტა) + 1:09.823
10. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მერსედესი) + 1:11.522
11. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა) + 1:14.023
12. ნელსინიუ პიკე (რენო) + 1 წრე
13. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი) + 1 წრე
14. ფერნანდო ალონსო (რენო) + 1 წრე
15. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი) + 1 წრე
16. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი) + 1 წრე
17. ადრიან ზუტილი (ფორს ინდია-მერსედესი) + 1 წრე
18. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი) + 1 წრე
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1.20:735 (მე-16 წრე)
რბოლას გამოეთიშნენ
პილოტი (გუნდი) წრე მიზეზი
სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) 25 ავარია
ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი) 24 ავარია
პირადი ჩათვლა
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი) 64 ქულა
2. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია) 41
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია) 39
4. მარკ უებერი (ავსტრალია) 35.5
5. იარნო ტრული (იტალია) 21.5
6. ფელიპე მასა (ბრაზილია) 16
7. ნიკო როსბერგი (გერმანია) 15.5
8. ტიმო გლოკი (გერმანია) 13
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი) 11
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი) 10
11. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი) 9
12. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია) 6
13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი) 4
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია) 3
15. რობერტ კუბიცა (პოლონეთი) 2
16. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი) 2
17. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია) 0
18. ადრიან ზუტილი (გერმანია) 0
19. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია) 0
20. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია) 0
კონსტრუქტორთა პირველობა
1. ბრაუნ-მერსედესი 105 ქულა
2. რედ ბულ-რენო 74.5
3. ტოიოტა 34.5
4. ფერარი 26
5. უილიამს-ტოიოტა 15.5
6. მაკლარენ-მერსედესი 13
7. რენო 11
8. BMW-ზაუბერი 8
9. ტორო როსო-ფერარი 5
10. ფორს ინდია-მერსედესი 0
No comments:
Post a Comment