Saturday, June 13, 2009

”ოპელის” გაყიდვა ჯერ არ დასრულებულა

Opel

13 ივნისი

”ოპელის” გაყიდვის საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაქყვეტილი არაა. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ გერმანიის მთავრობამ ამ კომპანიის შეძენის მსურველებთან მოლაპარაკებები განაახლა. პარალელურად, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კანადურ კომპანია ”მაგნა ინტერნეიშნლთან” მხოლოდ ურთიერთგაგების მემორანდუმია ხელმოწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად, ”ოპელი” ჯერ გაყიდული არაა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ”ოპელის” შეძენის სხვა მსურველთაგან, მოლაპარაკება მხოლოდ ჩინურ ”ბეიძინ აუტომოტივ ინდასტრისთან” და იტალიურ ”ფიატთან” მიმდინარეობს. ამ ორის გარდა, ”ოპელის” შეძენის სურვილი კიდევ რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა, მაგრამ ცუ გუტენბერგი ამ ეტაპზე მათს შესახებ არაფერს ამბობს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ”ოპელის” შეძენის სხვა მსურველებთან მოლაპარაკებით, გერმანიის მთავრობა ”მაგნაზე” ზეწოლას ახდენს, რისი მიზანიც ისაა, რომ კანადურმა კომპანიამ ”ოპელის” გერმანულ საწარმოებში შესამცირებელი სამუშაო ადგილების რაოდენობა შეკვეცოს.

წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ”,აგნას” და მის პარტნიორს, რუსულ ბანკ ”სბერბანკს” ”ოპელის” აქციების 55 პროცენტში 500 მილიონი ევრო აქვთ გადასახდელი. აქედან, მხოლოდ 100 მილიონი უნდა გადაიხადონ ნაღდი ანგარიშით, დანარჩენი თანხა კი გერმანულ კომპანიას უპროცენტო სესხის სახით გადაეცემა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, ”მაგნა” და ”სბერბანკი” ”ოპელის” ობლიგაციებს მიიღებენ.

რაც შეეხება შემცირებებს, მხარეებს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ ”მაგნა” ”ოპელში” მხოლოდ 10 000 სამუშაო ადგილს შეამცირებდა. მაგრამ დღეს კანადელები აცხადებნ, რომ შესამცირებელი 11 6000 ადგილია.

No comments:

Post a Comment