”ატომიკ
Atomik 500, Buzzing with 300 HP
1 მაისი
”ფიატი” თავისი პოპულარული მოდელის, ”ჩინკვეჩენტოს” ბაზაზე ელექტრომობილის წარმოებას ჯერ არ აპირებს. ტურინში ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტიათ, საერთოდ აპირებენ თუ არა ასეთი ავტომობილის წარმოებას. და სანამ ისინი ორჭოფობენ, პარიზულმა კომპანია ”ატომიკ ქარზმა”, რომელიც ახალი დაარსებულია, ავტოსამყაროს ელექტრომობილ 500-ის მისეული ვერსია, სახელად ”ატომიკ
ეს ელექტრომობილი სპორტულ ”ფიატ 500 აბარტის” ბაზაზეა შექმნილი. ოღონდ, მის ძარას რამდენიმე ელემენტი შეეცვალა. მაგალითად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა საბორბლე თაღები, რადიატორის ჰაერის ამღები კი დაიხშო. სამაგიეროდ, მცირე ზომის ჰაერის ამღები ”ლაყუჩები” ბორბლების თაღების წინა ნაწილში გამოჩნდა.
ელექტრომობილი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. თითო ბორბალს თითო ძრავი ემსახურება, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას, ჯამური მაბრუნი მომენტი კი 2550 ნიუტონმეტრს (აქედან 840 ნმ წინა ღერძზე მოდის, 1710 ნმ კი - უკანაზე) შეადგენს. ”ატომიკის” მონაცემებით, ამ ძრავების მეშვეობით, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5.6 წამში მოასწრებს, ადგილიდან 400 მეტრის გასავლელად 14 წამი, 1000 მეტრის გასავლელად კი 26 წამი დასჭირდება. შედარებისთვის, სერიულ ”ფიატ 500 აბარტს” 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 7.4 წამი სჭირდება. ”ატომიკ 500-ის” მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია, მისი სვლის მაქსიმალური სიშორე კი - 200 კილომეტრი.
რამდენადაც ყოველ ბორბალზე თითო ძრავი მოდის, ესე იგი, ”ატომიკ
სხვათა შორის, ამ ტიპის აკუმულატორები ელექტრომობილებში ჯერ არავის გამოუყენებია. ლითიუმ-რკინის ფოსფატის აკუმულატორების მთავარი დადებითი თვისება ისაა, რომ მათ დამუხტვა-განმუხტვის ყველაზე მეტი ციკლის გაძლება შეუძლიათ და ლითიუმ-იონურსა და ლითიუმ-პოლიმერულ აკუმულატორებთან შედარებით, მაღალ ტემპერატურასაც უძლებენ. კერძოდ, ლითიუმ-რკინის ფოსფატის აკუმულატორებს არ აშინებს 300-500 გრადუსამდე გადახურება. უფრო მეტიც, ასეთი აკუმულატორები მყისიერად 700 გრადუსამდე გადახურებასაც იტანს. და, რაც ყველაზე მთავარია, ასეთი აკუმულატორები, სხვებთან შედარებით, სწრაფადაც იმუხტება.
”ატომიკ
No comments:
Post a Comment