Wednesday, February 15, 2012

„ალფა რომეომ“ კუპე 4C-ს დებიუტი გადადო

Alfa 4C to spearhead US relaunch
15 თებერვალი
„ალფა რომეომ“ ამერიკის ბაზარზე თავისი დაბრუნების თარიღი გამოაცხადა. ეს 2014 წელს, დეტროიტის ავტო შოუზე მოხდება, სადაც მილანური კომპანია კუპე 4C-ს საწარმოო ვერსიას წარადგენს. ამ ავტომობილის შემდეგ, „ალფა რომეოს“ ამერიკელი დილერები, სხვა მოდელებსაც მიიღებენ. მათ შორის იქნება ხუთკარიანი „მიტო“, ახალი „სპაიდერი“, სედანი „ჯულია“ და ამავე ავტომობილის უნივერსალისძარიანი ვერსია (ორივე მოდელ 159-ის შესაბამის ვერსიებს ჩაანაცვლებს), ასევე ახალი კომპაქტური ქროსოვერი და ახალი ფლაგმანი სედანი 6C.

აღსანიშნავია, რომ 4C-ს მსოფლიო პრემიერა უახლოეს მომავალში იყო მოსალოდნელი, თუმცა მისი წარმოების დაწყება ორი წლით გადაიდო. ასევე გვიანდება ხუთკარიან ჰეჩბეკ „მიტოსა“ და „სპაიდერის“ წარმოების დაწყება. ბაზარზე მათ გამოსვლამდე კი „ალფა რომეოს“ დილერების შოურუმებში წამყვანი როლი კვლავ სამკარიან „მიტოს“ და ჰეჩბეკ „ჯულიას“ დაეკისრება.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარი“ იტყობინება, რომ ამერიკის ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, „ალფა რომეო“ ჩინურ ბაზარზეც გამოჩნდება. იტალიურ კომპანიას გასული წლის მიწურულს, გუანჟოუს მოტორ შოუზე, სტენდი ჰქონდა დაქირავებული, სადაც მისმა ავტომობილებმა, სპეციალისტების და დამთვალიერებლების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ბრიტანული გამოცემა გვატყობინებს, რომ კუპე 4C ბენზინის 1.75-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 235 ცხენის ძალა იქნება. ამ ძრავს მილანელები ჰეჩბეკ „ჯულიეტას“ მყიდველებს უკვე სთავაზობენ. არაა გამორიცხული, რომ ძრავების გამაში ასევე შევიდეს 1.8-ლიტრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალაა. სხვათა შორის, ამ ძრავის წარმოების გადაწყვეტილება, „ფიატმა“ შარშან მიიღო.
„ფიატისვე“ გადაწყვეტილებით, „ალფა 4C-ზე“ მხოლოდ ავტომტური ტრანსმისიას გამოიყენებენ. ამ კოლოფის საფეხურების შეცვლა, საჭის რგოლის უკან მოთავსებული პატარა ნიჩბებით იქნება შესაძლებელი. დაკიდევ, კოლოფს ძრავთან ორდისკოიანი ქურო დააკავშირებს. „ავტოქარი“ დასძენს, რომ ეს არ იქნება ის კოლოფი, რომელსაც „ალფა“ ჰეჩბეკ „ჯულიეტა TCT-ზე“ იყენებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს კოლოფი შუაძრავიანი ავტომობილის შეთანწყობას არ შეესაბამება.
სავარაუდოდ, „ალფა რომეო“ სულ 18 ათას 4C-ს გამოუშვებს, თითოეულის ფასი კი 45 000 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment