Friday, June 29, 2012

„პორშე 918 სპაიდერი“ პირველად გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გამოჩნდა

Porsche's 918 Spyder Comes to Goodwood Festival of Speed
29 ივნისი
დიდი ხანია, საავტომობილო ბაზარი ამ პლაგ-ინ სუპერ ავტომობილის მოლოდინშია. და აი, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, საზოგადოებამ ის პირველად ნახა. მართალია, ავტომობილი, რომელიც კონცეპტუალური ვერსიის სახით, ცუფენჰაუზენელებმა პირველად ორი წლის წინ, ჯენევის მოტორ შოუზე გვიჩვენეს, ჯერ დასრულებული არაა, მაგრამ მისი საჩვენებელი პროტოტიპი უკვე მომზადებულია.
„პორშე“ აცხადებს, რომ „918 სპაიდერი“ აუცილებლად გაიყიდება ბრიტანეთის ბაზარზე, თუმცა ამის მიუხედავად, მისი მარჯვენასაჭიანი ვერსიის დამზადებას მაინც არ აპირებს. ავტომობილის გაყიდვა 2013 წლის ნოემბრეში დაიწყება და ევროპაში მისი საბაზო ფასი 645 000 ევრო იქნება (ამ ფასში გათვალისწინებული არაა გადასახადები). თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფლაგმანი სუპერ ავტომობილი მხოლოდ 918 ცალი დამზადდება, სიძვირის მიუხედავად, „პორშეს“ მისი გაყიდვა არ გაუჭირდება.
ავტომობილის მზიდი მონოკოკი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ის აღჭურვილია რეგულირებადი აეროდინამიკური ელემენტებით, ასევე რეგულირებადი უკანა მართვადი ღერძით და დიდი ზომის გამოსაბოლქვი მილებით, რომელიც გამობოლქვილ აირს კაპოტიდან პირდაპირ ზევით უშვებს.
ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში გაერთიანებულია 4.6-ლიტრიანი V8, რომელიც 570 ცხენის ძალაზე მეტს (ეს პარამეტრი ალბათ გაიზრდება) გამოიმუშავებს. გარდა ამისა, მანქანას მბიძგველ ძალას ასევე ორი ელექტროძრავი ანიჭებს, რომლებიც წინა და უკანა ღერძებს ემსახურება. ძრავთან, ორდისკოიანი ქუროს დახმარებით, 7-საფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული.
„პორშე“ ირწმუნება, რომ ამ აგრეგატის დახმარებით, „918 სპაიდერს“ ადგილიდან ასის აკრეფა სამ წამზე ნაკლებში შეუძლია. ამასთან, სუპერ ავტომობილის შესაფერისი ტემპერამენტის გარდა, ავტომობილი შესაშური ეკონომიურობითაც გამოირჩევა - 100 კილომეტრზე მისი საშუალო ხარჯი მხოლოდ 3.0 ლიტრია! ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ მანძილის გავლისას, სრულად გამოიყენებთ აკუმულატორში დაგროვილ ენერგიას, რომელიც 25 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი.



ასევე წაიკითხეთ

ქართული ტუნინგი


გოჩა ქსოვრელის დიზაინი

No comments:

Post a Comment