Lexus Shows Off LF-LC Sports Coupe in New Photos
4 იანვარი
ერთი კვირაც და „ლექსუსი“ დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუზე, თავის ახალ შედევრს, კონცეპტუალურ კუპე LF–LC–ს წარადგენს. იაპონური კომპანია ამ ავტომობილის ფოტო ტიზერებს უკვე დიდი ხანია, აქვეყნებს, გუშინ კი ინტერნეტით მისი პირველი ფოტოებიც გაავრცელა.
თუმცა, მთავარ სიახლეებს „ტოიოტა“ საგამოფენოდ ინახავს. უკვე გავრცელებული ინფორმაციით, ეს ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი, თუმცა მისი მონაცემები უცნობია.
სამაგიეროდ, „ტოიოტა“ თავისი მწირი პრეს რელიზით გვამცნობს, რომ ეს ავტომობილი კალიფორნიაში, ნიუპორტ ბიჩში მდებარე კალტის სტუდიაშია შემუშავებული. ამასთან, მისი სახით, ჩვენ „ლექსუსის“ ახალ სტილს გავეცნობით. გავრცელებული ფოტოების მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ ახალი სტილი საკმაოდ აგრესიული ფორმებით გამოირჩევა.
სულ ეს არის, ამ ავტომობილის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იაპონელები დეტროიტის გამოფენაზე გაავრცელებენ.
No comments:
Post a Comment