”მერსედეს-ბენც ჰექსაუილ” - ირანელი ინჟინრის სავარჯიშო
Mercedes-Benz Hexawheel Concept Study
21 მაისი
კონცეპტუალური ”მერსედეს ჰექსაუილი” მხოლოდ სტუდიური ნამუშევარია და მის შემხედვარეს, ადამიანს საინტერესო კითხვა დაებადება - როგორი იქნება მინი ოფ-როუდერი, თუ ”დაიმლერი” მის წარმოებას ”სმარტის”, ან ”მერსედესის” მარკით გადაწყვეტს?ირანელმა ინჟინერ მექანიკოსმა, 35 წლის სიამაკ რუჰი დეჰკორდიმ ასეთი ავტომობილის მისეული ხედვა კომპიუტერის დახმარებით შეიმუშავა. თან, შტუტგარტელებს საინტერესო გადაწყვეტა შესთავაზა - ექვსბორბლიანი, სრულამძრავიანი მანქანა, რომელიც ორ ურიკაზე დგას.
ეს პლატფორმები ერთმანეთს ორიგინალური მექანიზმით უკავშირდება, რომლის მთავარი ელემენტიც ჰიდრავლიკური სისტემაა. მისი მეშვეობით, ავტომობილს ურთულესი წინაღობების დაძლევის უნარი ექნება. ავტორის ჩანაფიქრით, ჰიდრავლიკური სისტემით ავტომობილის ტრანსმისიაც უნდა აღიჭურვოს.
ექვსბორბალა დიზელის აგრეგატით აღიჭურვება, თუმცა პროექტის ავტორს არც ეკოლოგიურად სუფთა დანადგარების საწინააღმდეგო აქვს რამე. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ პერსპექტივაში, მის ავტომობილს ამძრავი ძალა შეიძლება ელექტროძრავმა და წყალბადის ფიჭურმა დანადგარმაც მიანიჭოს. ავტომობილის სიგრძე 4.8 მეტრია, მისი ორივე ბაზის სიგრძე კი 1.95-1.95 მეტრი.
No comments:
Post a Comment