”ლამბორგინი გალიარდო” – უკვე 10 000
Lamborghini Celebrates Production of 10,000th Gallardo
26 ივნისი
სანტ’აგატა ბოლონეზეში მდებარე ”ლამბორგინის” ქარხანაში ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა - მე-10 ათასე ”ლამბორგინი გალიარდო” დამზადდა. ამგვარად, სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის ისტორიაში, ეს მოდელი ყველაზე წარმატებული და მომგებიანი გახდა. მე-10 ათასე ”ლამბორგინი გალიარდო” ყვითელი ფერისაა და მას მალე მიიღებს თავისი ჩინელი პატრონი.
”იმ ავტომობილის გამოშვება, რომლის ნომერიც 10 000-ია, ჩვენი კომპანიის ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენაა. ”ლამბორგინი” ექსტრემალური, უკომპრომისო ავტომობილების იტალიური ბრენდია, ”გალიარდომ” კი ჩვენი ბიზნესის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა და ჩვენს მარკას კიდევ უფრო გაუთქვა სახელი. დღეისათვის ”ლამბორგინი” მსოფლიოს 45 ქვეყანაშია წარმოდგენილი, სადაც 120 დილერი გვყავს”, - განსაკუთრებული მოვლენისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა ”ლამბორგინის” შეფმა შტეფან ვინკელმანმა.
”გალიარდო” სრულამძრავიანი ავტომობილია და ის V10 ძრავითაა აღჭურვილი. იტალიურმა კომპანიამ ის ბაზარზე 2003 წელს გამოუშვა, მის ბაზაზე კი მოგვიანებით სხვადასხვა მოდიფიკაციის (სპაიდერის და სუპერლეგარას) წარმოებაც დაიწყო. 2007 წელს კომპანიამ ”გალიარდოს” გაუმჯობესებული ვერსია - ”გალიარდო LP 560-
ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე, ”ხარებმა” ”გალიარდოს” კიდევ ერთი ვერსია, მნიშვნელოვნად შემსუბუქებული ”გალიარდო LP 570-4 სუპერლეგარა” გამოუშვეს.
No comments:
Post a Comment