Monday, June 20, 2011

„ბეემვე“ ახალ სპორტულ მოდელს ამზადებს

BMW Z2: the entry-level roadster
20 ივნისი
ბრიტანული გამოცემა „ქარ მეგზინ“ გვატყობინებს, რომ „ბეემვე“201400 წელს ბაზარზე ახალ ავტომოილს გამოუშვებს, სახელად Z2. ეს ღია სპორტული ავტომობილი სრულიად ახალ პლატფორმას (UKL1) დაეყრდნობა, რომელიც ამჟამად შემუშავების სტადიაშია. სხვადასხვა მოსახრებით, ავტომობილი სრულამძრავიანი, ან წინა წამყვანბორბლიანი იქნება. არადა, UKL1 პლატფორმას საბაზო შესრულებით, წამყვანი წინა ბორბლები უნდა ჰქონდეს.

არც ისაა გამორიცხული, რომ ბავარიელებმა როდსტერის ბაზისად მეორე სერიის მოდლის პლატფორმა აირჩიონ, რომელსაც უკანა წამყვანი უკანა ბორბლები ექნება. თუ პლატფორმასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდა, მაშინ ავტომობილის პრემიერის თარიღიც გადაიწევს.
თუმცა, ამ ავტომობილთან დაკავშირებით, ზოგიერთი რამ უკვე გარკვეულია. უპირველესად ის, რომ როდსტერის გარდა, ის კუპეს ძარითაც აღიჭურვება (როდსტერი ბაზარზე პირველი გამოჩნდება), საბაზო აღჭურვილობაში კი 2.0-ლიტრიანი ძრავები შევა, რომელთა სიმძლავრეც 168-დან 268 ცხენის ძალამდე იქნება.

No comments:

Post a Comment